მუხლი 16. პირდაპირი შვილად აყვანა და მასთან დაკავშირებული აკრძალვები
თავი II — შვილად აყვანის ძირითადი პირობები
1. აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წამომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება.
2. აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა.
3. აკრძალულია შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის მიერ საერთაშორისო შვილად აყვანა და ბავშვის მოძიება კომპეტენტური ორგანოს მონაწილეობის გარეშე.
თავი III
საქართველოში ბავშვის შვილად აყვა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. პირდაპირი შვილად აყვანა და მასთან დაკავშირებული აკრძალვები 1. აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წამომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება. 2. აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა. 3. აკრძალულია შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის მიერ საერთაშორისო შვილად აყვანა და ბავშვის მოძიება კომპეტენტური ორგანოს მონაწილეობის გარეშე. თავი III საქართველოში ბავშვის შვილად აყვანა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 30. შვილად აყვანა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ