2. წინამდებარე კონვენციაში ჩამოყალიბებული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს სათანადო დახმარებას უწევენ, რათა მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობანი ბავშვების აღზრდაში, და უზრუნველყოფენ საბავშვო დაწესებულებების ქსელის განვითარებას.
3. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლები მუშაობენ, უფლება ჰქონდეთ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი სამსახურებით და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებით