1. ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას ან რომელსაც საკუთარი საუკეთესო ინტერესებისათვის არ შეუძლია ასეთ გარმოცვაში დარჩეს, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების უფლება აქვს.
2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონების შესაბამისად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მოვლის შეცვლას.
3. ასეთი მოვლა შეიძლება შეიცავდე,ს კერზოდ, აღსაზრდელად გადაცემას, ისლამური სამართლით „კაფალას“, შვილად აყვანას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვთა მოვლის შესაბამის დაწესებულებებში მოთავსებას. შეცვლის ვარიანტების განხილვისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა და მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კუილტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 20
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 20. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-20/