2. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ სრულად განახორციელონ ეს უფლება და, კერძოდ, მიმართავენ საჭირო ღონისძიებებს, რათა:
ა) შემაცირონ ახლაშობილთა სიკვდილიანობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის დონეები;
ბ) ყველა ბავშვი უზრუნველყონ საჭირო სამედიცინო დახმარებით და ჯანმრთელობის დაცვით, ამასთან უპირველესი ყურადღება დაუთმონ პირველადი სამედიცინო–სანიტარიული დახმარების განვითარებას;
გ) ებრძოლონ დაავადებებსა და საკვების ნაკლებობას, მათ შორის პირველადი სამედიცინო–სანიტარიულიდ ახმარების ფარგლებში, სხვა საშუალებებთან ერთად იმ გზით, რომ გამოიყენონ ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და უზრუნველყონ საკმარისი უათიანი სურსათითა და სუფთა სასმელი წყლით, გარემოს დაბინძურების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით;
დ) დედებს სათანადო მომსახურება გაუწიონ ჯანმრთელობის დასაცავად მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში;
ე) უზრუნველყონ, რომ საზოგადოების ყველა ფენა, კერძოდ მშობლები და ბავშვები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, ძუძუტი კვების უპირატესობის, ბავშვის საცხოვრებელ გარემოში ჰიგიენის, სანიტარიის და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ, აგრეთვე, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს განათლება და დახმარება ეწეოდეთ ასეთი ცოდნის გამოყენებაში;
ვ) განავითარონ საგანმანათლებლო მუშაობა და მომსახურება პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების და ოჯახის სიდიდის დაგეგმვის სფეროში.
3. მონაწილე სახელმწიფოები ყველა ეფექტიან და საჭირო ზომას მიმართავენ, რათა აღმოფხვრან ტრადიციული პრაქტიკა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზე.
4. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, ხელი შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას და განავითასრონ იგი, რათა თანდათან მიაღწიონ ამ მუხლით აღიარებული უფლების სრულად განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 24. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. მონაწილ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. 1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხ
- მუხლი 19. 1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნები
- მუხლი 20. 1. ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას ან რომელსაც საკუთარი საუკეთესო ინტერესებისათვის არ შეუძლია ასეთ გარმოცვაში დარჩეს, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვისა
- მუხლი 21. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ და/ან ეთანხმებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უზრუვნელყოფენ, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, და ისინი:
- მუხლი 22. 1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მიღება უნდა ან მიჩნეულია ლტოლვილად საერთაშორისო ან შიდა სამართლის და პროცედურების შესასბამისად, ახლ
- მუხლი 23. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივი თუ ფიზიკური თვალსაზრისით არასრულფასოვანი ბავშვი სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს პირობებში, რომელბიც უზრუნველყოფს მის ღირსებას, ეხმარება
- მუხლი 26. 1. მონაწილე სხელმწიფოები აღიარებენ ყველა ბავშვის უფლებას ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით, მათ შორის სოციალური დაზღვევით, და საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ ამ უფლების სრული განხორციელებ
- მუხლი 27. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე
- მუხლი 28. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის განათლების უფლებას და თანაბარი შესაძელბლობების საფუძველზე ამ უფლების განხორციელების თანდათანობით მიღწევის მიზნით, კერძოდ:
- მუხლი 29. 1. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის განათლება გამიზნული უნდა იყოს იმისათვის, რათა:
- მუხლი 30. იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ჯგუფები ან მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი პირები, ბავშვს, რომელიც ასეთ უმცირესობებს ან მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნის, ურაი არ უნდა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 24. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-24/