1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის თავისუფელბის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და შესაბამის შემთხვევაში კანონიერი მეურვეების უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლების განხორციელებაში მეთოდით, რომელიც შეესაბამება ბავშვის განვითარებად უნარებს.
3. რელიგიის ან რწმენის თავისუფლებას შეიძლება შეეხოს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობის და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 14
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-14/