1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და ბავშვის უფლებების დაცვა;

ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინირება;

გ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება;

დ) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება;

ე) საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები;

ვ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და გაცემა;

ზ) მინდობით აღზრდის ანაზღაურების ადმინისტრირება;

თ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის/მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ორგანიზება;

ი) შვილად აყვანის მსურველი პირის/მინდობით აღზრდის მსურველი პირის სერტიფიცირება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის საფუძველზე;

კ) საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მომზადება;

ლ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანები