1. შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში.
2. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს:
ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
ბ) რომელიც არის ობოლი;
გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა;
დ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება;
ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
3. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. გასაშვილებელი ბავშვი 1. შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. 2. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) რომელიც არის ობოლი; გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; დ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 3. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში .