სს "ქუთაისის ავტოსერვისი მოსკვიჩი" - აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრების განცხადება
სააქციო საზოგადოება „მოსკვიჩის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2011 წლის 5 აგვისტოს, დღის 12 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ბუკიას ქ. №24
სს „მოსკვიჩის“სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2010 წლის 7 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. 2010 წლის შედეგების დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;
2. სს ,,მოსკვიჩის“ საწესდებო კაპიტალის გაზრდა;
3. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „მოსკვიჩის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
– ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2011 წლის 7 ივლისის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „მოსკვიჩის“ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
დირექტორი პ. ჭელიშვილი