,,მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№277
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.008497
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 26/04/2006

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.497

საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის 

ბრძანება №277

2006 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

,,მარნეულისპროფესიულისასწავლებლისსაჯაროსამართლისიურიდიულპირადდაფუძნებისადამისიწესდებისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის 2005 წლის    22 მარტის№108 ბრძანებაშიცვლილებებისადადამატებებისშეტანისშესახებ

,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტი №108 ბრძანებით (სსმ III, 4.04.05. №38, მუხ. 383) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარნეულის პროფესიული სასწავლებლის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებული იქნეს წესდების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი;

ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;

გ) წესდების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სასწავლებელში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.“;

დ) წესდებას დაემატოს მე-17 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი

იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლებელი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.04.2006.
როდის იქნა მიღებული „,,მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„,,მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.04.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №277. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.220.008497.
სად არის „,,მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №277, 13.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.220.008497 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1403399/