საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.07.2011 ძალადაკარგული 14.05.2013
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
020080070.22.023.016072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110714034, 15/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება№31

2011 წლის 14 ივლისი

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი ს დამტკიცების შესახებ

       „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიი კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :

      მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.

      მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №583 ბრძანება.

      მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

        მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. მამაცაშვილი

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

 

       1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში არსებული ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმების (შემდგომში – ოქმი) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას.

       2. ოქმის ბლანკების დამზადება ხორციელდება საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში.

       3. ოქმის ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციულიი დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ხოლო სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცული ტერიტორიების სააგენტოში (შემდგომში –სააგენტო) ეკონომიკური სამსახური (შემდგომში – სამსახური).

       4. ოქმის ბლანკები განაწილებამდე ინახება დეპარტამენტში/სამსახურში, ამისათვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან.

       5. ოქმის ბლანკები შენახულ უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთან, ის ადგილი, სადაც ინახება ოქმის ბლანკები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

       6. დეპარტამენტში/სამსახურში ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ოქმის ბლანკები გადაეცემა სამინისტროს/სააგენტოს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ტერიტორიული ადმინისტრაცი ას, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

       7. დეპარტამენტიდან/სამსახურიდან ოქმის ბლანკების გადაცემა სამინისტროს/სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის/ტერიტორიული ადმინისტრაციი სათვის, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ოქმის შედგენის უფლებამოსილება, უნდა დაფიქსირდეს ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში (დანართი №1).

       8. სამინისტროს/სააგენტოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი/ტერიტორიული ადმინისტრაცი ა, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულია გამოყოს დეპარტამენტიდან/სამსახურიდან ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.

       9. დეპარტამენტიდან/სამსახურიდან ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან ოქმის გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2).

       10. დეპარტამენტიდან/სამსახურიდან ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან 3 თვეში ერთხელ აცნობონ დეპარტამენტს/სამსახურს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ.

       11. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელიც ოქმის შემვსები პირის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით ბარდება ოქმის გამცემს, რომელთა მეშვეობითაც ოქმის ფორმები ჩამოწერის მიზნით მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა დეპარტამენტის/სამსახურის უფლებამოსილ პირს.

       12. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან მათი ფიზიკური დაზიანების/განადგურების გამო გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევის ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის (დანართი №3) მიხედვით, ოქმის ექსკლუზიური ნუმერაციისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დან ა რთი №1

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა

 

N

სერია N....დან N..მდე

რაოდენობა

გაცემის თარიღი

ბლანკები მივიღე

(თანამდებობა, გვარი და ხელმოწერა)

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

N

გაცემის თარიღი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები

 

 

 

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები

დაბრუნებული (გაუქმებული) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

დაბრუნების თარიღი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

 

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

 

აქტი №

„–––––” „–––––––––––” 201- წელი

 

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ოქმების

ჩამოწერის აქტი ს ფორმა

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნომერი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ოქმების ჩამოწერის მიზეზი

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

      

 ხელმოწერით ვადასტურებთ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ოქმების ჩამოწერის სისწორეს:

სამინისტროს ადმინისტრაციულიი        

დეპარტამენტის/სააგენტოს

ეკონომიკური სამსახურის უფროსი:                                                       /–––––––––––––/

 

ადმინისტრაციულიი

დეპარტამენტიდან/სააგენტოს

ეკონომიკური სამსახური დან

ოქმის/ოქმების

განაწილებაზე

პასუხისმგებელი პირი:                                                                             /–––––––––––––/