,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №321
2006 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებით (სსმ III, 4.04.05, №38, მუხ. 394) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფოთის პროფესიული ლიცეუმის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;
გ) წესდების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ლიცეუმში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.“;
დ) წესდებას დაემატოს მე-17 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი
იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ლიცეუმი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.04.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.04.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №321. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.220.008466.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №321, 13.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.220.008466 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1406235/