საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.04.2005 ძალადაკარგული 24.07.2009
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.250.007212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 04/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.007.212

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №21

2005 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №36 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის „კ” ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის თანდართული წესი (დანართი 1) და განაცხადი სტაჟირებაზე (დანართი 2).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი 1

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინი-ციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

    მუხლი 3

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;

გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.

    მუხლი 4

ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებზე და მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

თავი II. სტაჟიორის სტატუსი

    მუხლი 5

1. სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.

    მუხლი 6

გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.

    მუხლი 7

კანდიდატმა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №2).

    მუხლი 8

1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს სტაჟირების ვადა 6 თვემდე.

3. სტაჟიორს, სტაჟირების ვადის გავლის შემდეგ, ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).

    მუხლი 9

სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.

თავი III. სტაჟიორის უფლებები

    მუხლი 10

1. სტაჟიორს უფლება აქვს:

ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დაკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უშუალო ხელმძღვანელის, რომელსაც განსაზღვრავს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.

2. სტაჟიორი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანო-ბის საკითხებს.

    მუხლი 11.

1. სტაჟიორს უფლება აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

2. მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ბრძანებით მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

თავი IV. სტაჟიორის მოვალეობანი

    მუხლი 12.

1. სტაჟიორი მოვალეა:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს მარეგულირებელი კანონმდებლობით;

ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;

გ)  მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან.             

2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაო თემატიკის ჩვენებით.

3. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს სამინისტროში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.

4. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.

თავი V. სამინისტროს მოვალეობანი

    მუხლი 13.

სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

    მუხლი 14.

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

    მუხლი 15.

სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტა-მენტს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.

თავი VII. სტაჟირების გავლის სხვა პირობები

    მუხლი 16.

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტუ-რულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;

ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) პირადი განცხადება;

დ) ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.

    მუხლი 17.

იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამინისტროს საშტატო ერთეულით გათვალისწი-ნებულ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 18.

ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით.

 

                                                                                                                                            დანართი 2

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

განაცხადი სტაჟირებაზე

1. გვარი, სახელი -------------------------------------------------------------------------------

2. დაბადების ადგილი, თარიღი -------------------------------------------------------------

3. მოქალაქეობა ---------------------------------------------------------------------------------

4. პირადობის მოწმობის ნომერი ------------------------------------------------------------

5. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------------

6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი,

ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: --------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

7. განათლება (როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)

     როდიდან                          როდემდე           სასწავლებელი        ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?

----------------------------------------------------------------------------------------------------

9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის №

სპეციალობა                                           კვალიფიკაცია                    დიპლომის №

 

 

 

 

 

 

 

10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:

შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.

ენა                                  კითხვა                                მეტყველება                    წერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

13. ენერგეტიკის სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა.

მიუთითეთ ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

14. შრომითი გამოცდილება

როდიდან-როდემდე       უწყება, ორგანიზაცია      თანამდებობა          მისამართი

                                                                                                                           უწყების,    

                                                                                                                     ორგანიზაციის,

                                                                                                                   სადაც მუშაობდით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა პროფესიული მიზნით: სად, როდის?

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს – დაწესებულებისგან

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

17. გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

ა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

ბ. თქვენი აქტუალური CV

გ. ფოტოსურათი

დ. დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან)

 

შევსების თარიღი ---------------------------------------------

პირადი ხელმოწერა -------------------------------------------