შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №40
2011 წლის 15 ივლისი
ქ. ბათუმი
შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერა სავალდებულოა განთავსდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაინტერესებულ პირს მიეცეს უფლება ქართულ და ინგლისურ ენებთან ერთად შესაბამისი წარწერა განათავსოს აგრეთვე მისთვის სასურველ სხვა რომელიმე ენაზე. დაუშვებელია ინგლისურ ან/და სხვა ენაზე განთავსებული წარწერა იყოს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერაზე მეტი ზომის ან/და უკეთესად გაფორმებული (განათებული და სხვა) და კითხვადი.
მუხლი 2. შესაბამის სუბიექტებს დაევალოს 2011 წლის 1 სექტემბრამდე შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) საქმიანობის ან/და სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.08.2019.
- როდის იქნა მიღებული „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 15.07.2011. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.35.132.016067.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.08.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №40, 15.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.132.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1410295/