საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.11.2007 ძალადაკარგული 25.12.2009
ნომერი
№312/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.011077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 158, 09/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.011.077

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №312/ნ

2007 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებისა და „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პან­­სიო­ნატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირე­ბად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებუ­ლების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იური­დიული პირის – ძევრის შეზღუდული შესაძლებ­ლობის მქონე პირთა პანსიონატის თანდართული დებულება.

 მუხლი 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №299/ნ ბრძანება (სსმ III, 08.12.2005, №142, მუხ. 1574).

 მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

 

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (შემდგომში – პანსიონატი) არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ხანდაზმულთა, შეზღუდუ­ლი შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკ­ლე­ბულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესა­ხებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივ­ლისის №585 ბრძანებულების საფუძველზე.

2. პანსიონატი წარმოადგენს სპეციალიზებულ სადღე­ღამისო დაწესებულებას.

3. პანსიონატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვა­ნე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშო­რი­სო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქარ­თვე­ლოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

4. პანსიონატი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციე­ბის განსახორციელებლად პანსიონატს გააჩნია სპეცია­ლური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

6. პანსიონატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგა­რიში ხაზინასა და ბანკში, ემბლემა და ბეჭედი, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. პანსიონატის იურიდიული მისამართია: თერჯო­ლა, სოფელი ძევრი.

    მუხლი 2. პანსიონატის მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი და პრინციპები

1. პანსიონატის მიზანია ქრონიკული ფსიქიკური აშ­ლი­ლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულ­­წლოვან პირთათვის (შემდგომში – ბენეფიციარ­თათვის) ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

2. პანსიონატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბენეფიციართათვის ოჯახური გარემოს მსგავსი პირობების შექმნა;

ბ) ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტა­ცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა, კვება, პირვე­ლადი სამედიცინო მომსახურებითა და სამკურნა­ლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

დ) ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ე) ბენეფიციართა გართობისა და დასვენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

ვ) გარდაცვლილ ბენეფიციართა დაკრძალვა.

3. პანსიონატის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბენეფიციართა სოციალური სადღეღამისო მომსახურება, მათი სპეციფიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებუ­ლებით განსაზღვრულ ნორმათა დაცვით.

4. პანსიონატი დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციე­ბის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინ­ციპებით:

ა) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯა­როობა;

ბ) დამოუკიდებლობა კანონმდებლობით განსაზ­ღვრული საკითხების გადაწყვეტისას.

    მუხლი 3. პანსიონატის მმართველი რგოლი და მისი კომპეტენცია

1. პანსიონატს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინის­ტრი).

2. პანსიონატის დირექტორი:

ა) წარმოადგენს პანსიონატს და ანიჭებს წარმომად­გენლობას;

ბ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებების, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს პანსიონატის საერთო ხელმძღვანე­ლობას, სამართლებრივ და მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს პანსიონატის ფუნქციების, მათ შორის, საფინანსო-სამეურნეო და საორგანიზაციო საქმიანობის შესრულებაზე ზედამხედველობას;

ე) ადგენს პანსიონატის თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს;

ვ) განიხილავს პანსიონატის თანამშრომელთა ანგა­რიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და იღებს შემ­დგომ გადაწყვეტილებებს;

ზ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწ­ვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერ­ტები;

თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს პანსიონატის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) ახორციელებს პანსიონატში ვაკანტურ თანამდე­ბობებზე კანდიდატების შერჩევას;

კ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) სამინისტროს წარუდგენს პანსიონატის განვითა­რების სტრატეგიულ გეგმას და მისი განხორციელების წლიურ ანგარიშს;

მ) ანაწილებს მოვალეობებს პანსიონატის თანამ­შრომ­ლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს პანსიონატის თანამ­შრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ნ) ატარებს პანსიონატის თანამშრომელთა თათბი­რებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს;

ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს პანსიო­ნატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

პ) ზრუნავს პანსიონატის თანამშრომელთა პროფე­სიუ­ლი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პანსიო­ნატის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

რ) სამინისტროს წარუდგენს პანსიონატის ბიუჯეტის პროექტს;

ს) ამტკიცებს პანსიონატის შინაგანაწესს, პანსიონატის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ტ) პასუხს აგებს დაწესებულების შესაბამისი კვალი­ფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებაზე, საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზაციაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე, პანსიონატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლაზე;

უ) ახორციელებს კანონმდელობით მინიჭებულ სხვა უფ­ლება-მოვალეობებს.

3. დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რო­მელ­საც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

4. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზ­ღვრება პანსიონატის საშტატო ნუსხით.

5. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლე­ბა­მო­­სილებანი და ფუნქციები განისაზღვრება დირექტო­რის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტით.

6. დირექტორის არყოფნისა და მის მიერ თავის მოვალეო­ბათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევა­ში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირველი მოადგილის არსებობისას – პირველი მოადგილე.

    მუხლი 4. სახელმწიფო კონტროლი

1. პანსიონატის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს პანსიონატის მიერ განხორციელებული საქმია­ნობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანო­ბასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.

2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს პანსიონატის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონ­ტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. პანსიონატის საქმიანობას, რომლის კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით განხორციელება საჭი­როებს სამინისტროს თანხმობას, წარმოადგენს:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირ­თვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები პანსიონატის ქონებას­თან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებ­რივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტე­ბით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციე­ლებ­ლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციე­­ლებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამი­­ნისტროს თანხმობა.

    მუხლი 5. პანსიონატის ქონება და დაფინანსების წყაროები

1. პანსიონატს, დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. პანსიონატის ქონებას შეადგენს არაფინანსური და ფინანსური აქტივები.

3. პანსიონატის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შე­­მო­­წირუ­ლობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზ­ღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება პანსიონატის მიზნებსა და ფუნქციების განხორ­ციელებას.

5. პანსიონატი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რიც­­ხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამ­ტკი­ცებლად წარუდგენს სამინისტროს.

    მუხლი 6. პანსიონატის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. პანსიონატის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადა­დის სახელმწიფოს საკუთრებაში.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით.