„საკრედიტო კავშირისათვის „მერცხალისათვის“ ლიცენზიისა და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2002 წლის 19 დეკემბრის N647 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№571
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110719008, 20/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №571

2011 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

„საკრედიტო კავშირისათვის „მერცხალისათვის“ლიცენზიისა და სალიცენზიო მოწმობის მიცემისშესახებ“საქართველოს ეროვნულიბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2002 წლის 19დეკემბრის №647 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონოს 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები „საკრედიტო კავშირისათვის „მერცხალისათვის“ ლიცენზიისა და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2002 წლის 19დეკემბრის №647 განკარგულებაში:

     ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის„ჯი ეი კაპიტალი“, არასაბანკო – სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     რეგისტრირებულ კოოპერატივს, საკრედიტო კავშირს „ჯი ეი კაპიტალი“,მიეცეს არასაბანკო-სადეპოზიტო -საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.“;

გ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრირებულ კოოპერატივზე, საკრედიტო კავშირზე „ჯი ეი კაპიტალი“,სალიცენზიო მოწმობა გაიცეს შესაბამის ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.“;

დ) განკარგულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს.

2. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ეს განკარგულება მხარეს შეუძლია გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ესგანკარგულებაამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                 ო. ნადარაია