შპს "ჟინერი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2011 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი მარიამ ქიტოშვილი
განმცხადებელი: შპს ,,ჟინერი”
დირექტორი: გიორგი ტურაბელიძე
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს ,,ჟინერის“ დირექტორმა გიორგი ტურაბელიძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2011 წლის 12 და 21 ოქტომბერს შპს ,,ჟინერის“კრედიტორთა კრებაზე შემოწმებული იქნა საზოგადოების მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, ხოლო კრედიტორთა კრების 2011 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა გიორგი ზედელაშვილი.
2011 წლის 16 მარტს შპს ,,ჟინერის“გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ მიუხედავად ორჯერ ჩატარებული აუქციონისა, არ მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურმა, როგორც კრედიტორმა, თანხმობა განაცხადა სამეურვეო ქონება მიიღოს ნატურით. განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,ჟინერის“კრედიტორთა კრების მოწვევა გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, სამეურვეო ქონების განაწილების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ დღის წესრიგით.
2011 წლის 30 მარტის კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ჟინერის“გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა სასამართლოს წარმოუდგინა მოვალის გაკოტრების ანგარიში. 2011 წლის 05 აპრილის კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ჟინერის“გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა წარმოადგინა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ცხრილი, რომელიც 2011 წლის 12 აპრილს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოწონებული იქნა. გაკოტრების მმართველმა მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების ინფორმაცია და მიაჩნია, რომ შპს ,,ჟინერის“გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინებით შპს ,,ჟინერის“მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება (ს.ფ. 96);
დადგენილია, რომ 2010 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შპს ,,ჟინერის“გაკოტრების მმართველად დანიშნული იქნა გიორგი ზედელაშვილი (ს.ფ 230-231), ხოლო 2011 წლის 11 თებერვალს დამტკიცებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, რომლის მიხედვით საქართველოს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა განისაზღვრა მეოთხე რიგის მოთხოვნად თანხით _ 8 093 313 ლარი, შპს ,,ტელ ინდასტრი ჯორჯიას“ მოთხოვნა მე-6 რიგის მოთხოვნად თანხით– 1601 ლარი, ხოლო შპს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის“ მოთხოვნა მე-6 რიგის მოთხოვნად თანხით – 5 625, 83 ლარი (ს.ფ. 239).
დადგენილია, რომ შპს ,,ჟინერის“ბალანსზე ირიცხებოდა შემდეგი სახის ქონება: დებიტორული დავალიანება 1. შპს ,,არსი ავლაბარი’’-5335 ლარი. 2. სს ,,ვაზიანი” – 6599,82 ლარი. 3. სს ,,ჰიდროსპეცგვირაბმშენი” – 23396,16 ლარი. სულ შპს ,,ჟინერის“მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 35330,16 ლარს.
უძრავი ქონება: 1. საჰაერო ხაზი ელექტროგადამცემი ხაზებით საჰაერო რიგზე 28000 გრძივი მეტრი. რკინა ბეტონების საყრდენების რაოდენობა 531 ცალი, თითოეულს უკავია 3 კვბ.მ. სულ განაშენიანება განხორ ც იელებულია 1970 კვ.მ მიწაზე – ღირებულება შეადგენს 218974 ლარს. 2. დუშეთის რაიონში ბაგიჭალაში მდებარე უძრავი ქონება (ხორცკომბინატი) მიწის ფართით 2333 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნელების. ღირებულება შეადგენს 80659,58 ლარს. 3. დუშეთის რაიონში დაბა ჟინვალში მდებარე უძრავი ქონება (ბეტონის კვანძი) მიწის ფართით 9885 კვ.მ ქონების ღირებულებაა 237374 ლარი. 4. დმანისის რაიონში სოფელ პანტიანში მდებარე უძრავი ქონება (დმანისის ჰესი) მიწის ფართით 33000 კვ.მ ღირებულება 494460,3 ლარი. 5. დმანისის რაიონში, სოფელ პანტიანში მდებარე უძრავი ქონება (საკალმახის დაუმთავრებელი შენობა) მიწის ფართით 616 კვ.მ. – ღირებულება 2302 ლარი.
შპს ,,ჟინერის” მოძრავი ქონებაა 5 სკამი, სხვადასხვა ავეჯი - 15 ცალი - 4051,71 ლარი, კაბინეტის ავეჯი - 1 ცალი - 932,53 ლარი, ჟურნალის მაგიდა - 1 ცალი - 241 ლარი, ტახტი - 1 ცალი - 360 ლარი, სეიფი 1 ცალი - 616,74 ლარი, კონდიციონერი - 3 ცალი 1203,61 ლარი, მაცივარი - 4 ცალი - 3920 ლარი, გამათბობელი წყლის - 1 ცალი, ტელევიზორი - 1 ცალი, კომპიუტერი - 3 ცალი - 1681,16 ლარი, ნოუთბუქი - 1 ცალი -1511,18 ლარი, საკასო აპარატი, 1 ცალი, კოტეჯი - 3 ცალი - 14811 ლარი, გაზის ქურა - 1 ცალი - 1061,68 ლარი, ნიჟარა - 2 ცალი - 708 ლარი, მაგიდა უჟანგავი - 2 ცალი - 55,29 ლარი, ღუმელი - 1 ცალი - 162,47 ლარი, ა/მ ვაზ. 2107 - 2 ცალი - 1739 ლარი, ა/მ მერსედესი - 1 ცალი - 1640.33 ლარი, ა/მ მიცუბიში ლანსერი - 1 ცალი, ა/მ ვოლვო - 1 ცალი - 3364,48 ლარი, ა/მ ოპელ ვექტრა – 1 ცალი - 1735,38 ლარი, ა/მ ბმვ – 520 - 1 ცალი - 3017,62 ლარი, ა/მ მერსედესი მლ -1 ცალი - 15112,04 ლარი, ა/მ მიცუბიში მონტერო - 1 ცალი - 8847,36 ლარი, ა/მ კრაზი - 2 ცალი - 6726 ლარი, ა/მ მაზი - 1 ცალი - 1235,75 ლარი, ა/მ კამაზი - 1 ცალი - 7114,26 ლარი, ბულდოზერი - 1 ცალი - 1256,1 ლარი, ავტო/ამწე - 1 ცალი - 7651,74 ლარი, ტრაქტორი ,,დშ” - 1 ცალი - 522,48 ლარი, ავტობუსი - 1 ცალი - 2110,94 ლარი, ექსკავატორი - 1 ცალი - 32980 ლარი, დამტვირთავი 1 ცალი -29400 ლარი, ანგარი ,,ტალინი” - 1 ცალი - 41654,40 ლარი, ჰიდროტურბინები - 2 ცალი -174526 ლარი. სულ შპს ,,ჟინერის“ ქონების საბალანსო ღირებულება შეადგენს 1405720.13 ლარს.
შპს ,,ჟინერს” ასევე გააჩნია არამატერიალური ქონება - შპს ,,შევარდენში” 10 %-იანი წილი, შპს ,,ნიკოლოზში” - 10 %-იანი წილი და შპს ,,ლომისში” - 11,21 %-იანი წილი.
დადგენილია, რომ მოვალის ქონების საბაზრო ღირებულება დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნის მიხედვით შეადგენდა 434437,76 ლარს (ს.ფ. 251).
დადგენილია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-38-ე მუხლების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზების მიზნით, 2010 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა პირველი აუქციონი, რაც გაკოტრების მმართველის მიერ გამოცხადებული იქნა ჟურნალში ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ვინაიდან ქონების რეალიზაცია არ მოხდა პირველ აუქციონზე, 2011 წლის 12 იანვარს დაინიშნა მეორე აუქციონი. შპს ,,ჟინერის“სამეურვეო ქონება გატანილი იქნა ორ ლოტად: უძრავი ქონება - 294152,2 ლარი და მოძრავი და არამატერიალური ქონება - 140285,56 ლარი. აღნიშნული აუქციონის შესახებ გამოცხადებულ იქნა ჟურნალში ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე‘‘. ვინაიდან არც ერთი განაცხადი არ შესულა, არც მეორე აუქციონზე მოხდა ქონების რეალიზება.
შემოსავლების სამსახურმა თანხმობა განაცხადა სამეურვეო ქონების ნატურით მიღების თაობაზე. ქონების ნატურით მიღებაზე თანხმობა განაცხადეს ასევე იმ პირებმა, რომელთა მიმართაც შპს ,,ჟინერს“ ვალდებულება წარმოეშვა გადახდისუუნარობის წარმოების გახსნის შემდეგ, კერძოდ: ნოდარ როსტიაშვილის, გივი ბეჟანიშვილის, ვახტანგ მთიულიშვილის, ნოე მოძმანაშვილის, ნიკოლოზ უთრუგაშვილის, შახვალათი სამედოღლის, ნაზიბროლა ქობალიას, მაკა კარზტოზიას, დავით რობაქიძის და გიორგი ტურაბელიძის თანხმობა.
2011 წლის 05 აპრილის კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა წარმოადგინა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ცხრილი: 1. ნოდარ როსტიაშვილი (დავალიანება 2520 ლარი) - მისაღები ქონება კოტეჯები ინვენტარით: 1-ადაგiლიანი კოტეჯი, 2-ადგილიანი კოტეჯი, გაზის ქურა, წყლის ლითონის ნიჟარა, მაგიდა უჟანგავი, ელექტროღუმელი - სულ 2010 ლარის ღირებულების. 2. ნოე მოძმანაშვილი (დავალიანება 130 ლარი) - ხელზე ასაღები 104 ლარი. შახვალათი სამედოღლი (დავალიანება 1960 ლარი) – ხელზე ასაღები 1568 ლარი; გასაცემი ქონება: საოფისე ნივთები ღირებულებით 1610 ლარი; 3. დავით რობაქიძე (დავალიანება 3800 ლარი) – ხელზე ასაღები 3040 ლარი; ნაზიბროლა ქობალია (დავალიანება 3500 ლარი) – ხელზე ასაღები 2800 ლარი; გივი ბეჟანიშვილი (დავალიანება 1960 ლარი) – ხელზე ასაღები 1568 ლარი; ვახტანგ მთიულიშვილი (დავალიანება 130 ლარი) – ხელზე ასაღები 104 ლარი; ჯამში დავალიანება 7512 ლარი, გადასაცემი ქონება ექსკავატორ დამტვირთავი ღირებულება 7500 ლარი; 4. ნიკოლოზ უთრუგაშვილი (დავალიანება 130 ლარი) – ხელზე ასაღები 104 ლარი – გასაცემი ქონება შპს ,,ნიკოლოზის“ 10 %-იანი წილიდან (ღირებულება 200 ლარი) 5% ღირებულებით 100 ლარი;
5. მაკა კარტოზია (დავალიანება 1000 ლარი) – ხელზე ასაღები 800 ლარი. გასაცემი ქონება ვაზ 2107, ღირებულება 700 ლარი და შპს ,,ნიკოლოზის“ 10 %-იანი წილიდან 5 % – ღირებულებით 100 ლარი. 6. გიორგი ტურაბელიძე (დავალიანება 4322 ლარი) – ხელზე ასაღები 3458 ლარი. გადასაცემი ქონება მერსედესი ც180, ღირებულებით 1800 ლარი, ჰიდროტურბინები ღირებულებით 1600 ლარი. გადასაცემი ქონების ჯამური ღირებულება 3400 ლარი; 7. მეურვის გიორგი ზედელაშვილის გასამრჯელო 13000 ლარი, ხელზე ასაღები 10400 ლარი, პლუს გაწეული ხარჯები 556 ლარი – ჯამში 10956 ლარი. გადასაცემი ქონება კამაზი ღირებულებით 10000 ლარი, ვაზ 2107 ღირებულებით 800 ლარი. გადასაცემი ქონების ჯამური ღირებულება 10800 ლარი. 8. სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის გადასაცემი ქონება: დარჩენილი ქონება ღირებულებით 408217,76 ლარი. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის სახით მისაღები ქონება ღირებულებით 6490 ლარი და წინა რიგში მყოფი კრედიტორების მიერ ფიზიკურად მიუღებელი ქონება ღირებულებით 298 ლარი (ს.ფ.264).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 27 ივნისს განცხადებით მიმართა შპს ,,ჟინერის“გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა და წარმოადგინა ფიზიკურ პირებზე – კრედიტორებზე ქონების გადაცემის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები.
კერძოდ: 2011 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების თანახმად:
1. მაკა კარტოზიამ მიიღო ვაზ 2107 და შპს ,,ნიკოლოზის“ 10 %-იანი წილიდან 5 %.
2. ნოდარ როსტიაშვილმა მიიღო კოტეჯები ინვენტარით: 1-ადგილიანი კოტეჯი, 2-ადგილიანი კოტეჯი, გაზის ქურა, წყლის ლითონის ნიჟარა, მაგიდა უჟანგავი, ელექტროღუმელი.
3. დავით რობაქიძემ, ნაზიბროლა ქობალიამ, ალექსანდრე ბეჟანიშვილმა, ვახტანგ მთიულიშვილმა მიიღეს ექსკავატორ –დამტვირთავი-ბულდოზერი.
4. ნიკოლოზ უთრუგაშვილმა მიიღო შპს ,,ნიკოლოზის“ 10 %-იანი წილიდან 5%;
5. გიორგი ტურაბელიძემ მიიღო მერსედესბენცი ც180 და ჰიდროტურბინები 2 ცალი.
6. გაკოტრების მ მართველმა გიორგი ზედელაშვილმა მიიღო ავტომანქანა კამაზი და ავტომანქანა ვაზ 2107.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 08 ივლისს განცხადებით მიმართა შპს ,,ჟინერის“გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა და წარმოადგინა 2011 წლის 14 ივნისის, 30 ივნისის და 5 ივლისის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად სსიპ – შემოსავლების სამსახურმა მიიღო:
1. ა/მ მიცუბიში ლანსერი. - 1 ცალი, ა/მ ვოლვო - 1 ცალი, ა/მ ოპელ ვექტრა - 1 ცალი, ა/მ ბმვ – 520 - 1 ცალი, ა/მ მერსედესი მლ -1 ცალი, ა/მ მიცუბიში მონტერო - 1 ცალი, ა/მ კრაზი - 2 ცალი, ა/მ მაზი - 1 ცალი, ბულდოზერი - 1 ცალი, ტრაქტორი ,,დშ” - 1 ცალი, ავტობუსი - 1 ცალი, ექსკავატორი - 1 ცალი, ანგარი ,,ტალინი” - 1 ცალი, კაზი, ნაგავმზიდი, მთლიანი ღირებულება შეადგენს 83500 ლარს.
2.ა) საჰაერო ხაზი ელექტროგადამცემი ხაზებით საჰაერო რიგზე 28000 გრძივი მეტრი. რკინა- ბეტონების საყრდენების რაოდენობა 531 ცალი, თითოეულს უკავია 3 კვბ.მ. სულ განაშენიანება განხორციელებულია 1970 კვ.მ მიწაზე; ბ) დუშეთის რაიონში ბაგიჭალაში მდებარე უძრავი ქონება (ხორცკომბინატი) მიწის ფართით 2333 კვ.მ, არასასოფლო სამეურნეო დანიშნელების; გ) დუშეთის რაიონში დაბა ჟინვალში მდებარე უძრავი ქონება (ბეტონის კვანძი) მიწის ფართით 9885 კვ.მ;
3 ა) დმანისის რაიონში სოფელ პანტიანში მდებარე უძრავი ქონება (დმანისის ჰესი) მიწის ფართით 33000 კვ.მ. ბ). დმანისის რაიონში, სოფელ პანტიანში მდებარე უძრავი ქონება (საკალმახის დაუმთავრებელი შენობა) მიწის ფართით 616 კვ.მ.
4. ა) შპს ,,შევარდენში” 10 %-იანი წილი, ბ) შპს ,,ლომისში” - 11,21 %-იანი წილი. გ) მოთხოვნები დებიტორებთან შპს ,,არსი ავლაბარი” და სს ,,ვაზიანი”.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან (დანიშვნიდან) 30-ე დღეს, მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულებით ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ხოლო ამავე კანონის 121 მუხლის შესაბამისად, თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ როგორც პირველ აუქციონზე, ისე მეორე აუქციონზე ვერ მოხდა მოვალის სამურვეო ქონების რეალიზაცია, რის გამოც კრედიტორებს შეეთავაზა კრედიტორული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემა, რაზეც მიღებული იქნა თანხმობა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,ჟინერის“ სამეურვეო ქონება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ნატურით გადაეცა კრედიტორებს და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს შპს ,,ჟინერი”-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს ,,ჟინერის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 229276654) გაკოტრების საქმის წარმოება.
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,ჟინერის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 229276654) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,ჟინერის“გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე