საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.198
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №344
2007 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დდაგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 16 აპრილს.
მინისტრის პირველი
მოადგილე კ. ბაინდურაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი (შემდგომში – რაზმი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემაში შემვალი, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთისას, ასევე საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის აღსულებისას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და მათ კომპეტენციში შემავალი ამოცანების განხორციელებისას ფიზიკური დახმარების აღმოჩენა.
2. რაზმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონით ,,იარაღის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონებითა და სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. რაზმი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.
4. რაზმი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ასიგნებების ფარგლებში.
5. რაზმის ამოცანების ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის უფროსის მიერ სპეციალური რაზმის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი ფუნქციები შეიძლება დელეგირებულ იქნეს სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეზე.
6. რაზმის დისლოკაციის ადგილია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 2.
მუხლი 2. რაზმის ამოცანები
რაზმის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, საბაჟო და საგადასახადო კოდექსებით განსაზღვრულ საქმეებზე არსებული მტკიცებულებების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) საგამოძიებო მოქმედებების, ასევე საბაჟო და საგადასახადო კოდექსებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას სამსახურის თანამშრომლებისათვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
დ) ფინანსთა სამინსიტროს შემობა-ნაგეგბობების, დანაშაულის ადგილების, მტკიცებულებების, საბაჟო კონტროლის ზონების და სხვა სპეციალური სადგომებისა და ქონების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან;
ე) სამსახურის შენობა-ნაგებობებში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება;
ვ) სამსახურის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა და ბადრაგირება;
ზ) დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება და სისტემატიზაცია;
თ) სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის და კავშირგაბმულობის საშუალებების (გარდა სპეციალური ოპერატიული ტექნიკის) გაცემის ორგანიზება;
ი) ფინანსთა სამინისტროს სისტემის (მათ შორის, სამსახურის) თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კ) საგანგებო ვითარებისას მობილიზაციის, ასევე შენობებიდან საევაკუაციო გეგმების შემუშავება და მართვა.
მუხლი 3. რაზმის სტრუქტურა
1. რაზმი შედგება სამორიგეო განყოფილებისაგან და სამმართველოებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება რაზმის საშტატო ნუსხით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცების საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. სამორიგეო განყოფილების ძირითადი ამოცანაა:
ა) რაზმის განთავსების შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება;
ბ) საგამოძიებო დანაყოფების მიერ დაკავებულ პირთა აღიცხვა;
გ) დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია;
დ) განგაშის ან საგანგებო შემთხვევისას სამსახურის ხელმძღვანელ პირთა ინფორმიება;
ე) საგანგებო სიტუაციებში სამსახურის შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაციის ორგანიზება;
ვ) სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის და კავშირგაბმულობის საშუალებების მიღება-გაცემის ორგანიზება.
3. რაზმის სამმართველოების ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ფიზიკური დახმარების გაწევა;
ბ) სამსახურის შენობა-ნაგებობის, დანაშაულის ადგილების, მტკიცებულების და სხვა ფასეულობების, საბაჟო კონტროლის ზონების და სხვა სპეციალური სადგომების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.
მუხლი 4. რაზმის ხელმძღვანელობა
1. რაზმს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს რაზმის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფ რაზმის თანამშრომლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სპეციალური ღონისძიებების განხორციელებაზე;
დ) ახორცილებს რაზმის თანამშრომელთა სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) მონაწილეობს რაზმის თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
ვ) სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
ზ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში არსებული ტექნიკური საშუალებებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე, სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
თ) შეიმუშავებს თანამშრომელთა მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო-მე-თოდურ შეკრებებს და მეცადინეობებს, თანამშრომელთა მომზადებას და გადამზადებას;
ი) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
კ) იღებს ზომებს შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საწვავისა და სხვა მატერიალური საშუალებების შენახვის, მოვლისა და სწორად გამოყენებისათვის. პერიოდულად ამოწმებს მათ რაოდენობას და საბრძოლო მზადყოფნას;
ლ) ატარებს ქვედანაყოფების მიხედვით მატერიალური საშუალებების არსებობის დაგეგმილ და მოულოდნელ შემოწმებას;
მ) იღებს ზომებს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად;
ნ) დანაშაულებრივი ქმედების შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე მოახსენებს სამსახურის უფროსს;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორცელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. რაზმის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
3. რაზმის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა დგინდება საშტატო ნუსხით, ხოლო უფლებამოსილება – სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
მუხლი 5. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რაზმის თანამშრომელს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით, უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
2. რაზმის მოსამსახურე ფიზიკურ იძულებას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 (გარდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტისა) და მე-13 მუხლებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
მუხლი 6. დაცვის ობიექტის განსაზღვრა
1. რაზმის თანამშრომლის ან თანამშრომელთა ჯგუფის მიერ დაცვის ობიექტის განსაზღვრის თაობაზე სამსახურის უფროსის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს რაზმის უფროსი.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, დავალების შესრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება რაზმის უფროსის მიერ სამსახურის უფროსთან სიტყვიერი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს სამი დღის ვადაში.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის ობიექტია ფინანსთა სამინისტროს/სამსახურის თანამდებობის პირი ან სხვა, საქმისათვის საჭირო დაცვის ობიექტი, რაზმის უფროსის მიერ კეთდება წარდგინება ხანგრძლივი მივლინების (არა უმეტეს 6 თვისა) გაფორმების თაობაზე. შესაძლებელია მივლინების გაგრძელება.
4. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ბადრაგირებაზე, ასევე რაზმის თანამშრომლების დახმარებაზე გადაწყვეტილებას იღებს რაზმის უფროსი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 7. რაზმის თანამშრომელთა უსაფრთხოება
რაზმის თანამშრომელი დაკისრებული დავალების შესრულებისას, მისი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია ისარგებლოს პირბა-დით.