საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2007 ძალადაკარგული 10.06.2008
ნომერი
№346
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.330.010201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 13/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.201

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №346

2007 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზაციის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან როგორც გაფრთხილების ვადის გასვლამდე, ისე გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დღეს. რეორგანიზაციისას არ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლი და შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული ატესტაციის შედეგები.

2. თუ შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეები გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლამდე, მათ მიეცემათ ხელფასი გათავისუფლებიდან გაფრთხილების ვადის გასვლამდე და კომპენსაცია სამსახურის შექმნის დღემდე არსებული 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ (მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დღე გადაცდება გაფრთხილების ვადას) რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს მიეცემათ გათავისუფლებამდე სამსახურში ყოფნის ხელფასი და კომპენსაცია სამსახურის შექმნის დღემდე არსებული 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კომპენსაციები არ გაიცემა შემოსავლების სამსახურში დანიშნულ პირებზე.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი         

მოადგილე       კ. ბაინდურაშვილი