საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №139 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2005
ძალის დაკარგვა 26.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №139
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.007483
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,053 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2005 მიღება
26.12.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №139 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-1.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:LitMtavrPS; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.483 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №139 2005 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №2728/4, 21 ნოემბერი, 1996 წ., გვ. 5. ) მე14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს თანდართული რეგლამენტი. 2. ებ ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. პაპუაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტი     მუხლი 1🔗. რეგლამენტის რეგულირების საგანი ეს რეგლამენტი ადგენს და არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. საბჭოს მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭოს მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებია: „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილება.     მუხლი 3🔗. რეგლამენტის მიზნები ამ რეგლამენტის მიზანია საბჭოს საქმიანობის წესის დადგენა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულებისაგან საქმიანობის გათავისუფლების სფეროში.     მუხლი 4🔗. საბჭოს სტატუსი საბჭო წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციის მიმღებ სამინისტროს სათათბირო ორგანოს.     მუხლი 5🔗. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის პრინციპები და წესი 1. საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება სამინისტროსა (სამინისტროს სისტემის) და მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეებისაგან. 2. საბჭოს რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 6🔗. საბჭოს ფუნქციები 1. საბჭოს ფუნქციას განეკუთვნება საქმიანობის სუბიექტის (ინვენსტორის) განაცხადის საფუძველზე „გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული I კატეგორიის საქმიანობისათვის დადგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციის ან დასკვნის სამინისტროსათვის წარდგენა. 2. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ: ა) ინვესტორი იმეორებს ან აგრძელებს ადრე დაწყებულ საქმიანობას, რომლისთვისაც უკვე შესრულდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და მისი ხელახალი გამეორება არ შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას; ბ) საერთოსახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს და გადაწყვეტილება ამის შესახებ სასწრაფოდ იქნეს მიღებული.     მუხლი 7🔗. განაცხადის მიღება 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ განაცხადს იღებს სამინისტრო, რომელიც ამ უკანასკნელს გადასცემს საბჭოს. 2. საბჭოს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციის ან დასკვნის მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის საბჭოსთვის მიწოდებისა და შესაბამისი დოკუმენტების დროულად მომზადების საკითხებს აგვარებს სამინისტრო.     მუხლი 8🔗. განცხადების ასლების დარიგება საბჭოს სხომაზე განსახილველი განცხადება წინასწარ (სამი დღით ადრე) გასაცნობად მიეწოდება საბჭოს ყველა წევრს.     მუხლი 9🔗. საბჭოს კვორუმი სხდომის ჩატარებაზე საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი.     მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი 1. განსახილველი განცხადების გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე საბჭოს დასამტკიცებლად სთავაზობს დღის წესრიგსა და საკითხების განხილვის რიგითობას. 2. განსახილველი საკითხების გათვალისწინებით დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭო. 3. სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 11🔗. საბჭოს მიერ რეკომენდაციის ან დასკვნის მომზადების პრინციპები და პროცედურა 1. დღის წესრიგიდან გამომდინარე საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება რეკომენდაციის ან დასკვნის მიღების წესის (ღია ან ფარული კენჭისყრის) შესახებ. 2. საბჭოს მიერ რეკომენდაციის ან დასკვნის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება დახურულ სხდომაზე. 3. რეკომენდაციის ან დასკვნის მიღების პროცედურის დარღვევა მისი გამარტივების გზით არ დაიშვება. 4. ხმათა თანაფარდობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. 5. უკვე განხილულ საკითხებზე დასაშვებია საბჭოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში ან დასკვნაში დამატებების შეტანა შემოვლის წესით, დამატებითი სხდომების გარეშე. დამატება ძალაშია, თუ მას ხელს აწერს საბჭოს ძირითადი შემადგენლობის ყველა წევრი. 6. საბჭოს რეკომენდაცია ან დასკვნა მომზადებულად (მიღებულად) ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის წევრთა უბრალო უმრავლესობამ. 7. დაუშვებელია საბჭოს წევრისათვის განმარტების მოთხოვნა უკვე დაფიქსირებულ იმ პოზიციაზე, რაც აისახა კენჭისყრის შედეგებში. 8. სხდომაზე მომზადებული და მიღებული რეკომენდაცია ან დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით. 9. საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი რეკომენდაცია ან დასკვნა დასამტკიცებლად წარედგინება მინისტრს.     მუხლი 12🔗. საბჭოს საქმიანობის საოქმო ნაწილი 1. საბჭოს ჰყავს სხდომის პასუხისმგებელი მდივანი, რომლის ფუნქციებსაც ასრულებს სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის ერთერთი თანამშრომელი. 2. სხდომის პასუხისმგებელი მდივანი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას. ოქმში უნდა დაფიქსირდეს საბჭოს ნებისმიერი წევრის რეკომენდაციაზე ან დასკვნაზე უარის თქმის, თავშეკავების მიზეზი ან განსხვავებული აზრი. 3. სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში. 4. სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებელ მდივანთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე.     მუხლი 13🔗. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ამ რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.