საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №401 ,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.034.008.319
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №401
2006 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ინსტრუქცია
სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ეს ინსტრუქცია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესს, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია და ეკუთვნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
2. ამ წესების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა სახელმწიფოებში და დროებით 72 სთ-ზე მეტი ხნით იქნენ შემოყვანილი საქართველოში.
მუხლი 2.
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – კანონმდებლობის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ავტოტრანსპორტისათვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის გაცემა;
ბ) ცვლილებები რეგისტრაციაში – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სააღრიცხვო მონაცემების და სატრანსპორტო საშუალებათა დოკუმენტში ცვლილებათა შეტანა;
გ) ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
დ) იურიდიული პირები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
ე) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და რომელიც დადასტურებულია სარეგისტრაციო მოწმობის ( ტექნიკური პასპორტის ან ტექნიკური ტალონის) გაცემით, ან/და საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით სატრანსპორტო საშუალების მმართველი პირი;
ვ) საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ფარგლებს გარეთ; არ არის რეგისტრირებული საქართველოში; დროებით არის შემოყვანილი საქართველოში;
ზ) ავტომობილი – მსუბუქი, მაღალი გამავლობის, სატვირთო, სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო და სპეციალიზებული საშუალებები, რომელსაც აქვს ბიძგის მექანიკური მექანიზმი და გადაადგილდება გზებზე საკუთარი ძალებით (გარდა მოპედისა) დამხმარე მოტორით;
თ) მისაბმელი – მოძრაობისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, ასევე ნახევრადმისაბმელი და მისაბმელსახსნელი;
ი) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, ტრაქტორის მისაბმელები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით;
კ) სატრანსპორტო საშუალებები – ავტომობილები, მოტოციკლები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესებით;
ლ) სატრანსპორტო საშუალებათა კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლში მითითებული ორგანიზაცია ან დაწესებულების მერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატრანსპორტო საშუალებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლებას;
მ) ტექნიკური ტალონი – სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა.
მუხლი 3.
1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები).
2. საპატრულო პოლიციაში რეგისტრაციას არ ექვემდებარება სპორტული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები და სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი ავტომობილები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა).
3. სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები ახორციელებენ ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო სავალდებულო რეგისტრაციამდე გასცემენ სპეციალურ სანომრე ნიშნებს (TEST) და დროებით სარეგისტრაციო მოწმობას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.
მუხლი 4.
სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეები ან მათი წარმომადგენლები (თუ ასეთი წარმომადგენლობა დასტურდება დავალების (მინდობილობის) საფუძველზე) სატრანსპორტო საშუალებათა შეძენის, სატრანზიტო ნომრის მოქმედების, საბაჟო გაფორმების (საზღვრის გადაკვეთის), მათზე ნომრიანი აგრეგატების შეცვლისა და სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემების შეცვლასთან, ვალდებული არიან სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში გაატარონ:
ა) ქვეყნის ფარგლებში აღრიცხვიდან მოხსნილი – 10 დღე-ღამის განმავლობაში;
ბ) ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი – სარეგისტრაციო ნიშნის „ტრანზიტის“ მოქმედების ან შეძენის ვადაში, ან საბაჟო გაფორმებიდან ერთი თვის განმავლობაში.
მუხლი 5.
1. ქვეყნის ფარგლებს გარედან დროებით შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია წარმოებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ვადით, ამასთან, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობა ინახება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში.
2. ქვეყანაში 72 საათზე მეტი ვადით შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შიდა საბაჟო ტრანზიტის საფუძველზე მასში მითითებული ვადით. სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვის ბარათი მფლობელის ვინაობისა და საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილის მითითებით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში.
მუხლი 6.
1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის ან რეგისტრაციაში ცვლილებათა შეტანის საფუძვლად მიღებული პირველადი მასალები შეიტანება კომპიუტერში, იკინძება სარეგისტრაციო მოწმობის მზარდი ნუმერაციით და ინახება 2 წლის ვადით. სარეგისტრაციო ჟურნალები იწარმოება კომპიუტერული სისტემიდან ამობეჭდილი ყოველდღიური რეესტრის ფორმით. ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება 30 წლის ვადით.
2. სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეების წარმომადგენლების მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში სარეგისტრაციო მოქმედების შესრულებისას, პირველად მასალებში ინახება დავალების ხელშეკრულების (მინდობილობის), სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისა და გადაფორმების ხელშეკრულების დედნები.
3. რეგისტრაციისათვის არ მიიღება სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები, ფანქრით შევსებული, შესწორებული და დაუმოწმებელი დოკუმენტები.
4. ფიზიკური და იურიდიული პირების სარეალიზაციოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაცია ხდება სატრანსპორტო საშუალებების ახალ მესაკუთრეზე ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 7.
1. სარეგისტრაციო საქმის წარმოება, სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების გაფორმება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
2. რეგისტრაციისათვის უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალებებზე მფლობელობის უფლება და სხვა დოკუმენტები, ექვემდებარებიან სახელმწიფო ენაზე თარგმნასა და თარგმნის უტყუარობის დადგენის მიზნით, ნოტარიული წესით დამოწმებას.
მუხლი 8.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, გარდა ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში, მიუხედავად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართისა.
მუხლი 9.
1. წარმოდგენილი დოკუმენტების ან სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნების უზუსტობისას (სატრანსპორტო საშუალებებზე საქარხნო მარკირების შეცვლა, დოკუმენტებში აგრეგატების ნომრების ან სარეგისტრაციო მონაცემების შეუსაბამობა და იმ მონაცემების არსებობა, რომ სატრანსპორტო საშუალებები (ნომრიანი აგრეგატები) ან წარმოდგენილი დოკუმენტები დაკარგულია ან იძებნება) სატრანსპორტო საშუალებები და დოკუმენტები ექვემდებარებიან შემოწმებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შესახებ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები დაუყოვნებლივ ატყობინებენ უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს) ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით და დროებით აჩერებენ რეგისტრაციის პროცესს.
3. რეგისტრაციაზე დადებული შეზღუდვები იხსნება კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (გამომძიებლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან გადაწყვეტილება).
მუხლი 10.
1. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში (ტექ. პასპორტში) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა შეიცვლება მასზე დადგენილი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე.
2. დაზიანებული სარეგისტრაციო მოწმობა განადგურდება კომისიური წესით.
მუხლი 11.
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა ან აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის განცხადებით.
მუხლი 12.
1. რეგისტრაციაში გატარებულ ავტომობილებზე, კონსტრუქციის შესაბამისად, გაიცემა წყვილი სარეგისტრაციო ნომერი და ერთი სარეგისტრაციო მოწმობა.
2. რეგისტრაციაში გატარებულ მოტოციკლებზე, ტრაქტორებზე, თვითმავალ სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანებზე, მისაბმელებზე, ნახევარმისაბმელებზე, ნომრიან აგრეგატებზე, კონსტრუქციის შესაბამისად, გაიცემა ერთი სარეგისტრაციო ნომერი და ერთი სარეგისტრაციო მოწმობა.
3. სავალდებულო რეგისტრაციაში გატარებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე უსასყიდლოდ გაიცემა ტექნიკური ტალონი (იხ. დანართი №3 ).
მუხლი 13.
სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის, ნახევარმისაბმელის ან ნომრიანი აგრეგატების კუთვნილება დასტურდება ერთერთი დოკუმენტით, რომელიც გასცეს:
ა) სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებმა (სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, ერთობლივი განცხადება დანართი №1)
ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღებაჩაბარების აქტი);
გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);
დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება);
ე) ნოტარიუსებმა (საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები);
ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა, ანგარიში);
ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი).
მუხლი 14.
1. დაკარგული ან ვადაგასული (უვარგისი) სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა.
2. სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევებში ხდება მისი აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა ხორციელდება უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს სამი დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი ბარდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურს.
მუხლი 15.
თუ უცხო ქვეყნიდან ჰუმანიტარულ და სხვა გზით შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟოს მიერ გაცემულ დეკლარაციაში მითითებულია: „გასხვისების უფლების გარეშე“, ამის შესაბამისად ჩანაწერი უნდა გაკეთდეს როგორც სარეგისტრაციო მოწმობაში, ასევე სააღრიცხვო ბარათში.
მუხლი 16.
უცხოეთიდან საქართველოში უკან გაყვანის პირობით და გასხვისების უფლების გარეშე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გასხვისდეს (გაიყიდოს ან გაჩუქდეს ან ჩამოიწეროს) მხოლოდ დაწესებული ბაჟის გადახდის შემდეგ გაცემული საბაჟო დეკლარაციით.
მუხლი 17.
საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებულ პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიოკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ ამ წესების შესაბამისად.
მუხლი 18.
საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების ავტომობილებზე გაიცემა მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52 x 11 სმ.
მუხლი 19.
საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების ავტომანქანებზე გაიცემა მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52x11 სმ.
მუხლი 20.
საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის ავტომობილებზე გაიცემა მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52x11 სმ.
მუხლი 21.
საქართველოში სარეგისტრაციო ნომრები მზადდება ალუმინის მასალის ნახევარფაბრიკატებზე, რომლებზეც გადაკრულია თეთრი ფერის შუქამრეკლი მასალა.
მუხლი 22.
საქართველოში არსებობს შემდეგი ტიპის სანომრე ნიშნები:
ა) ავტომობილებისთვის ზომებით 520x110x1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, სამი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;
ბ) ტრაქტორებისათვის, თვითმავალი სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანებისათვის, მისაბმელებისათვის, ნახევარმისაბმელებისათვის, ნომრიანი აგრეგატებისათვის ზომებით 280x205 1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;
გ) მოტოციკლებისათვის ზომებით 240x130 1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით და ოთხი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;
დ) ერთჯერადი სატრანზიტო ნიშნები, მომზადებული შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადისა და თვის აღნიშვნით, ზომებით 305 x113 მმ;
ე) სარეგისტრაციო ნომერი სერიით TEST ორი ციფრით, ზომებით 520x110x1მმ, გაიცემა გამოსაცდელ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით.
თავი II. სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები
მუხლი 23.
სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობების შესრულებისას ახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:
ა) ვიზუალურად ახდენენ სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან, რის შესახებაც დგება დათვალიერების აქტი (დანართი №2);
ბ) რეგისტრაციაში ატარებენ სატრანსპორტო საშუალებებს, რათა მოხდეს მონაცემების შეტანა სარეგისტრაციო ჟურნალსა და კომპიუტერულ სისტემაში;
გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის განცხადების საფუძველზე აწარმოებენ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას, ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას;
დ) გასცემენ სატრანზიტო სანომრე ნიშნებს საქართველოში რეგისტრირებულ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იხსნებიან აღრიცხვიდან უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით.
მუხლი 24.
სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო საშუალების კუთვნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) დათვალიერების აქტი (დანართი №2);
დ) განცხადება;
ე) სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მუხლი 25.
ამ ინსტრუქციის 24-ე და 27-ე მუხლების „ა“ პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევებში იურიდიულმა პირებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:
ა) დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ან იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იურიდიული პირის ბეჭედი ან უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.
მუხლი 26.
1. საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების თანამშრომლების მიერ კუთვნილი სატრანსპორტო საშულებების პირველადი რეგისტრაციისთვის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) დიპლომატიური სერვისის სამსახურის წერილი;
ბ) საბაჟო დეკლარაცია (დროებითი შემოტანის ან ნულოვანი განბაჟების რეჟიმით);
გ) განცხადება;
დ) დათვალიერების აქტი;
ე) დიპლომატის პასპორტი, ორგანიზაციის ბეჭედი ან საელჩოს მიერ დამოწმებული რწმუნებულება;
ვ) ტექ. პასპორტზე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების თანამშრომლების მიერ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში:

ბ) საბაჟო დეკლარაცია და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;
გ) დათვალიერების აქტი;
დ) ერთობლივი განცხადება;
ე) სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ვ) დიპლომატის პასპორტი, ორგანიზაციის ბეჭედი ან საელჩოს მიერ გაცემული რწმუნებულება.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 27.
სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება ხდება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას:
ა.ა. სატრანსპორტო საშუალების კუთვნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ბ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ა.გ. დათვალიერების აქტი;
ა.დ. ერთობლივი განცხადება;
ა.ე. სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ა.ვ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ან საგადასახადო ვალდებულებების არარსებობის ფაქტი.
ბ) სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის, ან მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის, ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მისამართის შეცვლისას:
ბ.ა. განცხადება;
ბ.ბ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ.გ. დათვალიერების აქტი;
ბ.დ. პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება აქვს პირადი განცხადებით მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია მისთვის სასურველ სხვა სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახურში.
გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში (ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან მემკვიდრე საკუთრებაზე უფლებას იძენს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ);
დ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გვარის, სახელის ან იურიდიული პირის სახელწოდების შეცვლისას:
დ.ა. მესაკუთრის განცხადება;
დ.ბ. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;
დ.გ. დათვალიერების აქტი;
დ.ე. სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ.ვ. პირადობის მოწმობა;
დ.ზ. გვარის, სახელის ან სახელწოდების შეცვლის დამადასტურებელი საბუთი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 24-27-ე მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს სატრანსპორტო საშუალებებზე ან მათ მესაკუთრეებზე სრულყოფილ ინფორმაციას, სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 28.
დასრულებული სარეგისტრაციო მოქმედების გაუქმება შესაძლებელია პირთა წერილობითი მოთხოვნით ,დოკუმენტის შემდგენ ორგანოში.
მუხლი 29
1. იმ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო ნომერი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში იხსნებიან აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანის და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 30 დღის ვადის მქონე სარეგისტრაციო ნიშნები „ტრანზიტი“, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, რომელთაც ეცვლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, არ ბარდება და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხელახლა დარეგისტრირდება იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე, სხვა შემთხვევაში ბარდება იმ სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც ხდება საბოლოო რეგისტრაცია.
2. უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით და რომლებზეც გაცემულია უცხო ქვეყნის სატრანზიტო სანომრე ნიშნები, შეუნარჩუნდებათ აღნიშნული სანომრე ნიშნები, რომლებიც მოქმედია ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთიდან 30 დღის განმავლობაში.
3. სატრანზიტო ნომრების გაცემა აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში.
მუხლი 30
სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახურებში სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი პირების უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ სატრანსპორტო საშუალების შემძენმა პირმა წარმოადგინა:
ა) ნოტარიული წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე ორგანიზაციასა (ავტომაღაზიები) და სატრანსპორტო საშუალების შემძენს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი გამსხვისებელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით;
გ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 31.
ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია აღრიცხვიდან და არ არის რეგისტრირებული ახალ ადგილზე, სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისათვის სატრანსპორტო საშუალების პირველადი აღრიცხვის ადგილიდან წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ქსეროასლები.
მუხლი 32.
ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს ბეჭდით.
მუხლი 33.
სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილზე მესაკუთრის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის) წარდგენით.
მუხლი 34.
სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას კომპიუტერულ სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
ბ) დგომის ადგილის შეცვლა;
გ) მესაკუთრის განცხადება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ;
დ) სხვა მესაკუთრეზე რეგისტრირება;
ე) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;
ვ) სატრანსპორტო საშუალების გასხვისება;
ზ) გაცვლა;
თ) საწარმოოს საწესდებო ფონდში შეტანა;
ი) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების სხვა პიროვნებაზე ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
მუხლი 35.
კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული ან საკუთრების უფლების შეცვლაზე არსებული შეზღუდვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნა შეიძლება ყადაღისგან გათავისუფლების ან შეზღუდვის მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
მუხლი 36.
სახელმწიფო წარმოების წუნდებული (ჩამოსაწერი) სატრანსპორტო საშუალებები აღრიცხვიდან იხსნება წარმოდგენლი აქტისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები – სატრანსპორტო საშულების მესაკუთრის განცხადებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებს ბარდება სარეგისტრაციო მოწმობა და სარეგისტრაციო ნომერი.
მუხლი 37.
გატაცებული ან მოპარული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნისათვის (ჩამოწერის მიზნით) საჭიროა შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოდან გაცემული დოკუმენტი.
მუხლი 38.
სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება:
ა) იმ პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მივლინებით გადიან სხვა ქვეყნებში;
ბ) კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თუ ისინი სარეგისტრაციო სამსახურის სამოქმედო ტერიტორიიდან გადიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ან დროებით მფლობელობაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 39.
გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალებათა ხელახალი რეგისტრაციისათვის, შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის სარეგისტრაციოდ, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს მათი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 40.
ნებადართულია სატრანსპორტო საშუალებიდან შეცვლილი, გამოთავისუფლებული ნომრიანი აგრეგატების გასხვისება.
მუხლი 41.
გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარის გამოშვების თარიღი.
მუხლი 42.
წარმოშობილი გარემოებების გამო სატრანსპორტო საშუალების დასაყადაღებლად და ყადაღის მოსახსნელად ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ უნდა მიმართოს წერილობით სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაყადაღებული და ყადაღამოხსნილი სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი დაუყოვნებლივ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში.
მუხლი 43.
ხმარებაში ნამყოფი ძველი რუსულშრიფტიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნები ნადგურდება დაჭრით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი.
მუხლი 44.
სატრანსპორტო საშულებათა გასხვისების შემთხვევაში, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამნაკლისების გარდა, პირი სახელმწიფო სანომრე ნიშანს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში აბარებს.
2. სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც, სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულია მოსაკრებელი არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.
თავი III. დასკვნითი დებულებები
მუხლი 45.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.