საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.06.2007 ძალადაკარგული 14.04.2009
ნომერი
№2-79
სარეგისტრაციო კოდი
340010000.22.032.010460
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 18/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.460

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-79

2007 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილმა.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი;

ბ) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასება და ანალიზი, კრიზისული მდგომარეობის მართვის სისტემის ორგანიზება;

გ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად, საგანგებო ზომების გატარების მიზნით, სხვადასხვა სტრუქტურების ეფექტიანი მოქმედების ორგანიზება და კოორდინაცია;

დ) კრიზისული მდგომარეობის შემთხვევებისათვის მაღალი რისკის შემცველ სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნების შემუშავება;

ე) ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) სამმართვლოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება;

ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან საქმიანობის სისტემატური კოორდინირება, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე დასკვნების მომზადება და წარდგენა;

კ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;

მ) მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობისათვის აუცილებელი, დეფიციტური ინგრედიენტებით (მიკროელემენტებით, ვიტამინები და სხვა) სურსათის გამდიდრების (ფორტიფიცირების) მიზნით პროგრამების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, არსებული პრობლემების ანალიზი და მათი დაძლევის შესახებ წინადადებების შემუშავება;

ნ) ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების შემცველი, ფალსიფიცირებული სურსათის მოხმარებისაგან მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, ანალიზი და მათი დაძლევის შესახებ წინადადებების მომზადება.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;

ბ) ეცნობა, ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს და ზედამხედველობს სამმართველოს საქმისწარმოებას. კოორდინაციას უწევს სამმართველოში მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის მითითებების შესრულებას და სამმართველოს მოხელეთა კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;

გ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოხელეების პრემირების, მათ მიმართ წახალისების ფორმების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

დ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია სამმართველოს ამოცანების შესრულებისათვის;

ე) პერიოდულად ისმენს მოხელეთა ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის წინაშე;

ბ) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას სამმართველოს უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში;

გ) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს უფროსს სამმართველოს თანამშრომელთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი

სამმართველოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.