საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.06.2007 ძალადაკარგული 14.04.2009
ნომერი
№2-81
სარეგისტრაციო კოდი
340010000.22.032.010462
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 18/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.462

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-81

2007 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს დებულება.

2. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილმა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი.

2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებით.

3. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. სამმართველოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამმართველოს მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები

სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ადგილობრივი და საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ბაზრის მარკეტინგული კვლევის განხორციელება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა. აქედან გამომდინარე, აგროსასურსათო სექტორის სტრატეგიული განვითარების მიზნით წინადებების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ/იმპორტის ანალიზი, ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის დადგენა და წინადადებების მომზადება;

გ) ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება და ადგილობრივი მეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

დ) აგროსამრეწველო სექტორში სახელმწიფოებს შორის სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) აგროსამრეწველო სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით დასაქმებული მეწარმეებისათვის და ფერმერებისათვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული მიზნობრივი პოგრამების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ზ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობის შესრულება.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) კოორდინაციას უწევს სამმართველოს მუშაობას;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოსათვის განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამოცანების ჯეროვნად და დადგენილ ვადებში შესრულებაზე;

გ) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს და ზედამხედველობს სამმართველოს საქმისწარმოებას. კოორდინაციას უწევს სამმართველოში მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებების შესრულებას და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;

დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოხელეების პრემირების, მათ მიმართ წახალისების ფორმების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ე) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია სამმართველოს ამოცანების შესრულებისათვის;

ვ) პერიოდულად ისმენს მოხელეთა ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში;

დ) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს უფროსს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

სამმართველოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.