„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1762
სარეგისტრაციო კოდი
280.070.000.05.001.001.152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 10/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №№31-33, 1995 წელი, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) – 150 კვტ სთ-ით თვეში;“.

2. მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცს, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცს და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) – 75 კვტ სთ-ით თვეში;“.

3. 231 მუხლის სათაურს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და წესი“, მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:

„2. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათი ვრცელდება საოჯახო საჭიროებისათვის გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. სხვა სარგებლობისათვის და ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი /ოჯახი/ იხდის სრული ოდენობით, ხოლო შეღავათის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თვის განმავლობაში წარმოშობილი ეკონომია გადადის მომდევნო თვეებში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში.

3. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

4. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყოველწლიურად უზრუნველყოს ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსების ზრდა, რათა მიღწეულ იქნეს ამ კანონით განსაზღვრულ პირთა მიერ ელექტროენერგიის უფასო მოხმარება.

5. 2002 წლის 18 აპრილიდან 2003 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსება გათვალისწინებულ იქნეს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში და განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 22 ნოემბერი.

№1762–Iს