„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34) 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) 150 კვტ სთ-ით თვეში;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:
„მუხლი9. შეღავათის გავრცელების წესი და ვადა
1. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათი ვრცელდება საოჯახო საჭიროებისათვის გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. სხვა სარგებლობისათვის და ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი /ოჯახი/ იხდის სრული ოდენობით, ხოლო შეღავათის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თვის განმავლობაში წარმოშობილი ეკონომია გადადის მომდევნო თვეებში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში.
2. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
3. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყოველწლიურად უზრუნველყოს ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსების ზრდა, რათა მიღწეულ იქნეს ამ კანონით განსაზღვრულ პირთა მიერ ელექტროენერგიის უფასო მოხმარება.
4. 2002 წლის 18 აპრილიდან 2003 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსება გათვალისწინებულ იქნეს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით და განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან.“.
მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 22 ნოემბერი.
№1764-Iს