„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34), 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე:
ა) შრომისუუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე;
ბ) არასრულწლოვან შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე.“.
3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ოჯახის სოციალური დაცვა
1. ოჯახის სოციალური დაცვის გარანტი არის სახელმწიფო.
2. ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა გადმოსვენებასა და დაკრძალვას;
ბ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადისაგან გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) განისაზღვრება 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) – 150 კვტ სთ-ით თვეში;
დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“.
5. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2460-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2460. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.05.001.002.078.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2460, 23.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.001.002.078 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29320/