„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34), 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ფინანსთა სამინისტროების (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც:
ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის;
ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ეს კანონი აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც 2008 წლის 1 აგვისტოდან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე საქართველოს ტერიტორიაზე დაიღუპნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან რომლებიც იმავე გარემოების გათვალისწინებით შემდგომ სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ან/და გამოაცხადა გარდაცვლილებად.“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ოჯახის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში დგინდება და გაცემა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 18 დეკემბერი.
№2388–IIს