საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.050
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №169
2007 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ ტერიტორიად განისაზღვროს საქართველოს ტერიტორია.
3. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 5 მარტს.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სტატუსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე საგადასახადო კონტროლს.
3. ინსპექცია წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს და მისი საქმიანობის კოორდინაციას და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით.
5. ინსპექციის სრული დასახელებაა: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30.
მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან
ინსპექცია დამოუკიდებელია თავისი მოვალეობების შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
მუხლი 4. მინდობლი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა
ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების და მინდობილი უფლებამოსილების გადაცემა სხვა თანამშრომლებისათვის.
მუხლი 5. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები:
1. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერეჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში აქციზური საქონლის იმპორტს, გარდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორებისა;
ბ) გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში აქციზური საქონლის წარმოებას, გარდა მსუბუქი ავტომობილების მწარმოებლებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გაუთვალისწინებლად, აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა ცალკეულ შემთხვევებში ხორციელდება გადასახადის გადამხდელთა საქ-მიანობის სფეროდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა:
ა) ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;
ბ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
გ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვიდან გადასახადის გადამხდელთა მოხსნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი წყვეტს ამ დებულების მეორე მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში საქმიანობას და/ან არ არსებობს პერსპექტივაში ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
თავი II. ინსპექციის ამოცანები და მმართველობის სფერო
მუხლი 6. ინსპექციის ამოცანები
1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებითი გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე.
2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აქციზური მარკების მიმოქცევასთან დაკავშირებული პროცესების რეგულირებასა და მართვას; აქციზური მარკების გაცემას.
3. ინსპექცია განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსულ წერილებსა და განცხადებებს.
4. ინსპექცია კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გადამხდელებისთვის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის შესაბამის სახეებზე ლიცენზიების გაცემას, შეჩერებას, ჩამორთმევას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას.
თავი III. ინსპექციის სტრუქტურა და თანამდებობის პირები
მუხლი 7. ინსპექციის სტრუქტურა
1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;
ბ) აქციზური მარკების სამმართველო;
გ) ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო;
დ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;
ე) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
ვ) იურიდიულ საკითხთა სამმართველო;
ზ) ადმინისტრაცია (აპარატი).
3. ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
4. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 8. ინსპექციის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი.
2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.
3. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას;
დ) ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილებას;
ე) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ვ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ) გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
თავი IV. ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 9. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო
1. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა;
ბ) გადამხდელთა მომსახურება;
გ) საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღება;
დ) დადგენილი წესით გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარებების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
ე) საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგების ფორმების შეტანა კომპიუტერში დასამუშავებლად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა;
ზ) კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათში ცვლილებების შეტანის ჩათვლით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფა;
ი) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
კ) დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების ვიზუალური შემოწმება მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;
ლ) მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით დეკლარაციების და გაანგარიშებების კამერალური შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მასალების გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოსათვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გასატარებლად გადაცემა;
მ) წინადადებების მომზადება საკონტროლო გასვლითი შემოწმების ჩატარების შესახებ;
ნ) წინადადებების მომზადება გადამხდელთან ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერების გაცემა.
2. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მოვალეობაა:
ა) გაუწიოს კონსულტაცია გადამხდელებს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, განუმარტოს გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშების, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსების წესი და წარდგენის ვადები;
ბ) მიაწოდოს გადამხდელებს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) მოახდინოს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია;
დ) დადგენილი წესით გასცეს ლიცენზიები (ნებართვები);
ე) უზრუნველყოს გადამხდელები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და გაუწიოს შესაბამისი მომსახურება დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;
ვ) მიიღოს გადამხდელთა დეკლარაციები და გაანგარიშებები, გადაამოწმოს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) აწარმოოს გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყოს ინფორმაციის შეკრება და არქივის წარმოება;
თ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები, მიიღოს გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოდან ინფორმაციები გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;
ი) დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული მიწის გადასახადის შესახებ საგადასახადო შეტყობინებების წარდგენა (გაგზავნა) გადამხდელებისათვის;
კ) დადგენილი წესით მიიღოს ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციები გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოს მათი კომპიუტერებში შეტანა და დამუშავება;
ლ) ყოველდღიურად მიიღოს მომსახურე ბანკებიდან, სახაზინო დაწესებულებებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანა;
მ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ოპერატიულად გადასცეს ინფორმაცია ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადების სახეების ჭრილში გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით;
ნ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოოს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადის სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოოს საურავების დარიცხვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერების, ჩათვლებში გამოყენებული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და ამ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურში ანგარიშების წარდგენა;
პ) შეადგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშები;
ჟ) უზრუნველყოს ინსპექცია შესაბამისი პროგრამებით და დაიცვას კომპიუტერული სისტემები გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათი დაბრუნება გადამხდელთათვის;
ს) დეკლარაციების წარმოუდგენლობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირებისათვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ტ) სანდო ინფორმაციების მიღება და მოპოვება. მათი გადამუშავების შედეგად სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
უ) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი დეკლარაციების ან ანგარიშფაქტურების მიხედვით სავარაუდო დარიცხვის შესახებ წინადადებების მომზადება, გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე მასალების მომზადება და რეაგირებისათვის სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა;
ფ) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე წინადადებების მომზადება გადამხდელებთან ქრონომეტრაჟის ჩატარების აუცილებლობის შესახებ;
ქ) შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე წინადადებების მომზადება საკონტროლო გასვლითი შემოწმების აუცილებლობის შესახებ;
ღ) აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახოს გადამხდელი და დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები;
ყ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება;
შ) განიხილოს გადამხდელების განცხადებები საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ან გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა.
მუხლი 10. აქციზური მარკების სამმართველო
აქციზური მარკების სამმართველო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
ბ) მოამზადოს წინადადებები აქციზური მარკების დაბეჭდვის ორგანიზებისათვის.
მუხლი 11. ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო
ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო ვალდებულია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გადამხდელებისათვის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებზე ლიცენზიების გასაცემად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მათი რეესტრის წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ლიცენზიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) აღრიცხოს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული აქციზური საქონელი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კონტროლის ღონისძიებები.
მუხლი 12. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო
1. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოს ამოცანაა გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების, აგრეთვე მათი ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების შემოწმება კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით.
2. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო ვალდებულია:
ა) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიოს გადამხდელები;
ბ) შეადგინოს წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად, შეამოწმოს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
დ) უზრუნველყოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;
ე) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა. საგადასახადო შემოწმებისას შეამოწმოს საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მდგომარეობა;
ვ) გააფორმოს საგადასახადო შემოწმების აქტი;
ზ) მოამზადოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების და საურავების დარიცხვის შესახებ;
თ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი დადგენილ ვადებში გადასცეს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს;
ი) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო მასალების გადაცემა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის;
კ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
ლ) წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 13. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიმდინარე ზედამხედველობა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე;
ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე გადახდევინების იძულებითი მეთოდების გამოყენება;
გ) ურჩ გადამხდელთა გამოვლენა.
2. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მოვალეობაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მდგარი გადამხდელების მიმართ:
ა) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინოს არალიცენზირებული და/ან შესაბამისი ნებართვის გარეშე მომუშავე გადამხდელები. უზრუნველყოს ლიცენზიების გაცემაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების მიმდინარე კონტროლი. ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს ხელმძღვანელობაზე და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) გამოავლინოს აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტები;
გ) განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ზედამხედველბა;
დ) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით მოახდინოს აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვა, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენება და მისი კონტროლი. დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს ლუქის ახსნა, მათი ხელახალი დალუქვა და შეადგინოს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტები. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში მოახდინოს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა;
ე) განახორციელოს გადამხდელებთან საქონლის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალების ზედამხედველობა;
ვ) გამოავლინოს აღურიცხავი მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ფაქტები;
ზ) უზრუნველყოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია;
თ) დააწესოს კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ი) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღოს ზომები დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;
კ) საინკასო დავალებებით და გადასახადების იძულებითი გადახდევინების მეთოდებით უზრუნველყოს ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღება;
ლ) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
მ) გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, აღნიშნულ საფუძვლებზე დაყრდნობით დადგენილი წესით მოამზადოს სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დასკვნები ინსპექციის უფროსზე გადასაცემად;
ნ) ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე გადამხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმებები;
ო) მოამზადოს ანგარიშგებები სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და უზრუნველყოს მათი დადგენილ ვადაში წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
პ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 14. იურიდიულ საკითხთა სამმართველო
1. იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექციის იურიდიული მომსახურება;
ბ) სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა.
2. იურიდიულ საკითხთა სამმართველო ვალდებულია:
ა) ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები სასამართლოში წარსადგენად;
ბ) გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოსთან ერთად მოამზადოს მასალები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გადასახადის იძულებით გადახდევინების ღონისძიებებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
დ) ინსპექციის თანამშრომლებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაციები, გააცნოს ახალი ნორმატიული აქტები და ცვლილებები კანონმდებლობაში;
ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას;
ვ) შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ;
ზ) უზრუნველყოს კანონიერების დაცვა და მიიღოს ზომები მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;
თ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას ინსპექციისა და მისი მუშაკების კანონიერი უფლებები და ინტერესები სასამართლოში და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
ი) ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებულ ოქმებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები ინსპექციის ხელმძღვანელობასთან წარსადგენად და/ან სასამართლოში გადასაგზავნად;
კ) წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 15. ადმინისტრაცია (აპარატი)
ინსპექციის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმისწარმოებას დამტკიცებული ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდენციების მოძრაობაზე;
ე) ახორციელებს ინსპექციის უფროსთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
ვ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ზ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებას და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;
თ) აწარმოებს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
კ) ახორციელებს კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ლ) წარადგენს ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.
მუხლი 16. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა
ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.