თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.556
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №206/ნ
2007 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“ ტექსტი (დანართი №1).
2. თამბაქოს გაყიდვის თვალსაჩინო ადგილებში ტექსტი განთავსდეს არანაკლებ A4 ზომის ფორმატზე.
3. ტექსტის შრიფტად გამოყენებულ იქნეს AcadNusx, შრიფტის ზომა არანაკლებ 26-ისა, ხოლო ტექსტის ნაწილები ,,თავი დაანებეთ მოწევას“, ,,26-87-86“ და ,,QUITLINE“ გამუქებული სახით.
4. ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს (პ. იმნაძე) უზრუნველყოს უფასო საკონსულტაციო ტელეფონის ფუნქციონირება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი №1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ თამბაქოს მოხმარება მავნებელია თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისათვის
თავი დაანებეთ
მოწევას!
თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სატელეფონო კონსულ-ტაციას:
Q u i t l i n e
26 87 86
10.00-18.30 საათებში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“?
- „თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №206/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.010556.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.03.2009-დან.
- სად არის „თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“, №206/ნ, 05.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.010556 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1416518/