საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №657 ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №657
2006 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის„უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის №1207 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №82, მუხ. 892).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2
წინამდებარე დებულება აწესრიგებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტის) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 3
დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცით, საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი II. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ბიუჯეტის პროექტების ფორმირება, განაწილება და ოპერატიული მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის;
დ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერის ჩატარების ორგანიზება, ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან კანონმდებლობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების ორგანიზაცია;
ვ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. ამ მიმართებით არსებული სისტემის ტექნიკური და მეთოდოლოგიური სრულყოფა;
ზ) სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება. კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროში;
თ) ყოველკვარტალურად სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დეტალური ანალიზის წარდგენა და არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინანადებების დაყენება;
ი) სამინისტროს ქვემდებარე ორგანიზაციების, სამსახურებისა და დაწესებულებების საფინასო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი;
კ) სამინისტროს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
ლ) სამინისტროს სისტემის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ცენტრალიზებული აღრიცხვა;
მ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით კაპიტალური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვაწარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სამინისტროს სისტემის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია.
თავი III. ეკონომიკური დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
მუხლი 5
ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოთხოვოს სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტისა და სპეციალური სახსრების შემოსავლებისა და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა დამტკიცებული ვადების შესაბამისად;
ბ) ბიუჯეტის პროექტის შედგენის, ფინანსირების, ანგარიშგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში, შესაბამისი ახსნაგანმარტების მისაცემად მოიწვიოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი მუშაკები;
გ) შეზღუდოს ან, აუცილებლობის შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შეაჩეროს სახაზინო სამსახურის მიერ იმ სტრუქტურული ერთეულის ფინანსირება, რომელსაც არა აქვს წარმოდგენილი ხარჯების გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტები ან გამოუვლინდათ საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები.
თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 6
დეპარტამენტის საერთო საქმიანობას წარმართავს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 7
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას. შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
გ) საბიუჯეტო პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს, ხარჯების დამტკიცებული კლასიფიკაციის მიხედვით;
დ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზაციას უწევს ტენდერების მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებას;
ე) აანალიზებს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, არასაგადასახადო შემოსავლების გეგმის შესრულებას, მატერიალური და ფულადი რესურსების დაცვისა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მდგომარეობას;
ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარმოადგენს სამინისტროს და დეპარტამენტს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტისას;
ი) წარუდგენს კურატორი მინისტრის მოადგილესა და მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
მ) პასუხისმგებელია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 8
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე (შემდგომში – მოადგილე), რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 9
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე;
ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
გ) კოორდინაციას უწევს საბუღალტრო და საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოების საქმიანობას;
დ) ასრულებს უფროსის მოვალეობას უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.
მუხლი 10
დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 11
კანონმდებლობის შესაბამისად სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 12
დეპარტამენტის მოსამსახურეებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
თავი V. დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 13
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბუღალტრო სამმართველო;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 14
საბუღალტრო სამმართველო:
ა) ახორციელებს წინასწარ კონტროლს საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე;
ბ) აწესებს კონტროლს სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;
გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეების ხელფასების დარიცხვასა და დროულად გაცემას;
დ) უზრუნველყოფს ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა თავისდროულ წარმოებას;
ე) უზრუნველყოფს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებას, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროულ განსაზღვრასა და აღრიცხვაში მის ასახვას;
ვ) აწესებს კონტროლს სალაროს მუშაობაზე;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან ბალანსების დროულად და ხარისხიანად მიღებას. ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს.
მუხლი 15
საფინანსოსაბიუჯეტო სამმართველო:
ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესს, უზრუნველყოფს ბიუჯეტის პროექტის შედგენა-მომზადებას, მის დამუშავებას, დასამტკიცებლად წარდგენას და ორგანიზაციებზე დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების დაშვებას;
ბ) სამინისტროს სისტემის თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალურ განწერას აგრეთვე ახდენს ბიუჯეტის ხარჯების გეგმის ცვლილებებს
გ) აწარმოებს სახაზინო სამსახურში ყოველდღიურ ოპერაციებს, დაშვებული ლიმიტისა და ფაქტობრივად მიღებული დაფინანსების ფარგლებში, იღებს ოპერატიულ ინფორმაციას.
მუხლი 16
მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს შენობაში არსებული შინაგანწესის უცილობელ შესრულებას, ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, შეიმუშავებს ღონისძიებებს სახანძრო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სახანძრო, ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლების გათვალისწინებით;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლაპატრონობას, დასუფთავებას და წესრიგს, საყოფაცხოვრებოსამეურნეო ნარჩენების დროულად გატანას;
დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკე თების პროცესს;
ე) უზრუნველყოფს შენობის გათბობის საკითხების ორგანიზებას, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავსაპოხი და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისათვის საჭირო განაცხადის მომზადებას;
ვ) კონტროლს აწესებს საწვავის ხარჯვასა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე სამინისტროში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად;
ზ) ინსპექტირებას უწევს სამინისტროს სამსახურეობრივი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქალაქის სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობას, შენობაში ელექტრო, წყალსაკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ი) კოორდინაციას უწევს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
კ) უზრუნველყოფს საკანცელარიო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას.
მუხლი 17
შესყიდვების სამმართველო:
ა) აზუსტებს წლის მანძილზე შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მოცულობას, განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე, შესყიდვის წესს;
ბ) მონაწილეობს შესყიდვის წლიური გეგმის შემუშავებაში;
გ) ხელმძღვანელობს ტენდერების გამოცხადების პროცედურას და თანამშრომლობს სატენდერო კომისიებთან; ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას; ამზადებს და ხელმძღვანელობას ხელმოსაწერად წარუდგენს ხელშეკრულებებს ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ახდენს მათი შესრულების ინსპექტირებას; შეისწავლის ბაზრის კონიუნქტურას ცალკეულ შემთხვევებში ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შესყიდვების განხორციელებისათვის; არჩევს მომწოდებელს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებას შესყიდვის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
დ) სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ყოველ ფაქტზე შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევის მიმართ გასატარებელი საჯარიმო სანქციების შესახებ და წარუდგენს მას დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.
თავი VI. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.