საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №543 ,,საბაჟო-გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის” განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.07.2005 ძალადაკარგული 20.12.2006
ნომერი
№543
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.007569
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 22/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.569

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №543

2005 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საბაჟო-გამშვები პუნქტის ,,წითელი  ხიდის” განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.    საბაჟო-გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის” განთავსების ადგილზე შეიქმნას საბაჟო კონტროლის ზონა.

2.    დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართი №1.

3.    საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლები, საბაჟო კონტროლის ზონის გადაკვეთის ადგილები და საბაჟო კონტროლის ზონის აღმნიშვნელი საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით.

4.    საბაჟო კონტროლის ზონის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” უფროსი და საბაჟო-გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის” უფროსი.

5.    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყონ საბაჟო კონტროლის ზონის მოწყობა კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად.

6.    საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ზ. ანთელიძე) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეტყობინება საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე.

ა. ალექსიშვილი