საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №201 ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.07.2005 ძალადაკარგული 05.07.2006
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.007581
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 02/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.581

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №201

2005 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულითსარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ

„ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 3 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, 2003 წელი, №14) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დებულება ადგენს ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების შედეგად ნიადაგის ფუნქციის მოშლის, მისი შედგენილობის რაოდენობრივ და ხარისხობრივ გაუარესებასა და ნიადაგების ბუნებრივ-სამეურნეო დაქვეითების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესს.

2. დებულება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების შესახებ” შემუშავებულია „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. ზიანის რაოდენობის გაანგარიშებისათვის გამოიყენება ნიადაგური, აგროქიმიური, გეობოტანიკური, ნიადაგურ-მელიორაციული, გეოლოგიური და სხვა აუცილებელი გამოკვლევებით მიღებული მასალები.

4. დეგრადირებული ნიადაგების დეგრადაციის ხარისხის გამოვლენა ხორციელდება ქვეყანაში არსებული ნორმატივებისა და მეთოდიკების საფუძველზე.

5. გამოკვლევების წარმოება შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს (შემდგომში – საქმიანობის სუბიექტი), რომელთაც გააჩნიათ ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შესწავლა-გამოკვლევასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების ლიცენზია.

6. გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელ თანხაზე პრეტენზია წარედგინება იმ საქმიანობის სუბიექტებს, რომელთა საქმიანობის შედეგად მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგებისა და მიწების დეგრადაცია.

7. გარემოსათვის მიყენებულ ზიანად არ ჩაითვლება წიაღით სარგებლობისათვის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების თანახმად მიწის ფართობების დარღვევა, თუ წიაღით მოსარგებლე პროექტის შესაბამისად განახორციელებს სარეკულტივაციო სამუშაოებს.

თავი II. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

    მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ნიადაგი – დედამიწის ზედა, ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების პროდუქტია.

2. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაცია – წარმოადგენს ბუნებრივი და ანთროპოგენური უარყოფითი ზემოქმედების შედეგად ნიადაგის ფუნქციის მოშლას, მისი შემადგენლობისა და თვისებების რაოდენობრივ და ხარისხობრივ გაუარესებას და მიწის ბუნებრივ-სამეურნეო მნიშვნელობის დაქვეითებას.

3. ტექნოლოგიური დეგრადაციის ქვეშ იგულისხმება ნიადაგის თვისებების, ფიზიკური მდგომარეობისა და აგრონომიული მახასიათებლების გაუარესება, რომელიც წარმოიქმნება ნიადაგის საექსპლოატაციო დატვირთვის შედეგად, ყველა სახის მიწათმოქმედების დროს.

4. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ქვეშ იგულისხმება მათი მდგომარეობის დახასიათება, რომელიც აისახება შემადგენლობისა და თვისებების გაუარესების მაჩვენებლებით. დეგრადაციის უკიდურეს ხარისხს წარმოადგენს ნიადაგის საფარის მოსპობა.

5. ნიადაგის ფიზიკური დეგრადაცია – ხასიათდება ნიადაგის აგებულების დარღვევით და მათი ფიზიკური თვისებების კომპლექსური გაუარესებით.

6. ნიადაგების აგროგამოფიტვა – ნიშნავს არასწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ნიადაგის საფარის დაშლას, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს ფიზიკური დეგრადაცია და იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების დაცემას.

7. ნიადაგის ეროზია – ნიადაგის ზედა ფენის რღვევა, დაშლა, გადაადგილება, ჩამორეცხვა გეოლოგიური (ეროზია, მეწყერი, ღვარცოფი) და ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად.

8. მლაშობი ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც ხასიათდება უარყოფითი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მცენარის ზრდა-განვითარებას.

9. ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ-ის ფარგლებში.

10. დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად დათან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორისა და ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერებების დაგროვება.

11. მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია (6,0-ზე დაბალი).

12. ძლიერ დაქვიანებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ზედაპირის 20-40% დაფარულია 5,0 სმ-ზე მეტი დიამეტრის ქვებით.

13. რეკულტივაცია – სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენასთან ერთად არის მისი სასოფლოსამეურნეო ათვისებაც.

14. საკვები ელემენტების შემცველობის დაცემა – სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი მაკრო და მიკროელემენტების შემცველობის მკვეთრი შემცირება.

თავი III. ძირითადი დებულებანი

    მუხლი 3. ნიადაგების დეგრადაციის ტიპები

ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევი ძირითადი პროცესებია:

ა) ტექნოგენური დეგრადაცია;

ბ) ეროზია;

გ) დამეწყვრა;

დ) ღვარცოფების წარმოშობა;

ე) დამლაშება;

ვ) გაბიცობება;

ზ) დაჭაობება;

თ) აგროგამოფიტვა;

ი) გაეწერება (გამჟავიანება);

კ) დაქვიანება;

ლ) საკვები ელემენტების შემცველობის დაცემა.

    მუხლი 4. ნიადაგების დეგრადაციის ხარისხის დადგენა

1. ნიადაგისა და მიწის დეგრადაციის ხარისხის შესაფასებლად გამოიყენება ინდიკატური მაჩვენებლები, რომლის მიხედვით დგინდება ბუნებრივ-სამეურნეო დანიშნულების მიწების დანაკარგების ზღვრული მაჩვენებლები. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის სრული დახასიათებისათვის საჭიროა აგრეთვე დამატებითი მაჩვენებლების შეტანა.

2. ნიადაგების დეგრადაციის თითოეული, ინდიკატური მაჩვენებელი ხასიათდება ხუთი ხარისხით:

0 – არადეგრადირებული (დაურღვეველი);

1 – სუსტად დეგრადირებული;

2 – საშუალოდეგრადირებული;

3 – ძლიერდეგრადირებული;

4 – ძალზე ძლიერდეგრადირებული (დარღვეული).

3. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხი განისაზღვრება №2 ცხრილის შესაბამისად.

4. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის დადგენა შესაძლებელია მოცემული ყველა ინდიკატური და დამატებითი მაჩვენებლებით. თუ არსებობს ნიადაგის დეგრადაციის ხარისხის შეფასების ორი ან მეტი განსხვავებული ინდიკატური მაჩვენებელი, მაშინ აიღება ის მაჩვენებელი, რომლის დეგრადაციის ხარისხი უფრო მაღალია.

თავი IV. გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება

    მუხლი 5. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობის გაანგარიშება

1. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების სამსახურების მიერ.

2. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით გამოწვეული ზიანის გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან ამოღებული დეგრადირებული სავარგულების სანაცვლო ახალი მიწების ათვისების საბაზისო ნორმატივი N  ლარებში (ცხრილი №1), რომელიც რეგლამენტირებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით.

3. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გათვალისწინებით ზიანის რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება გადაანგარიშების კოეფიციენტები (kხ) (ცხრილები №№2,3), ხოლო ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით ცალკეული შემთხვევების დროს გადაანგარიშების კოეფიციენტი (k) №№2,4 ცხრილების გამოყენებით.

4. განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიის ფარგლებში ნიადაგების დეგრადაციის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების სამსახურებს ადგილობრივ მმართველობით ორგანოებთან შეთანხმებით შეუძლიათ შეიყვანონ დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გადასაანგარიშებელი კოეფიციენტის (k) ნაცვლად შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ბუნებრივი ნაკრძალების მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 3,0;

ბ) ბუნებისდაცვითი, გამაჯანსაღებელი და ისტორიულ-კულტურული დანიშნულების მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 2,0;

გ) რეკრეაციული დანიშნულების მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 1,5;

დ) სხვა მიწების დეგრადაციის შემთხვევაში – 1,0.

5. ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ნიადაგების დეგრადაციის ტიპების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ადგილობრივი სამსახურების ერთობლივი გადაწყვეტილებით ახდენენ კოეფიციენტების კორექტირებას.

6. ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით მიყენებულ ზიანის რეაბილიტაციის რეკომანდაციებს და დასკვნებს შეიმუშავებს, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნული კომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციის საფუძველზე მუშავდება ღონისძიებათა პროგრამები, რომელსაც იხილავს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. მისი აღდგენის ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამინისტროებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.

7. დეგრადირებული ნიადაგებისა და მიწების გამოვლენისათვს ჩატარებული კვლევების დროს განისაზღვრება ფართობები და მათი დეგრადაციის ხარისხის ცვლილებები.

8. საწყის მასალად გამოიყენება ნიადაგური, აგროქიმიური, ნიადაგურ-ეროზიული გამოკვლევები და სხვა მონაცემები. აუცილებელია მათი შედარება წინა პერიოდის (დროის) გამოკვლევებთან და აგეგმვებთან.

9. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გათვალისწინებით მიწათსარგებლობის გეგმაზე დაიტანება სავარგულების კონტურები, ნიადაგების სახესხვაობების და ნიადაგური რუკების გამოყენებით.

10. გამოითვლება ნიადაგების სახესხვაობების კონტურების ფართობები.

11. მონაცემები ფორმდება სპეციალური ფორმის მიხედვით და დაიყვანება მიწათმესაკუთრემდე, მიწათმფლობელამდე და მიწათმოსარგებლემდე.

12. ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციის და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (k), შემოღებულია ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჯამური ზემოქმედების აღრიცხვისათვის (ცხრილი №5).

13. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით მესაკუთრეზე მიყენებული ზიანის სიდიდის განსაზღვრისათვის, გათვალისწინებულია ყოველწლიური შემოსავლის დანაკარგები (kშ) და აღირიცხება წარმოების ფაქტობრივი მოცულობის 5 წლის საშუალო იმ ფასებით, რომლებიც მოქმედებდა ზიანის გაანგარიშების მომენტში და ემატება გარემოსათვის მიყენებულ ზიანს.

14. სასოფლოსამეურნეო მიწების აღდგენის დრო დგინდება მიწათმოწყობის პროექტით და ფორმულაში შეიყვანება გადაანგარიშების კოეფიციენტი (k), რომელიც განსაზღვრავს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნიადაგის აღდგენის პერიოდს (ცხრილი №6).

 15. დეგრადირებული ნიადაგებისა და მიწების ყოველი კონტურისათვის ზიანის რაოდენობა გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

Y=NXSXKXKXK+DXS

 სადაც:

 Y– ნიადაგების და მიწების დეგრადაციის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ლარებში;

 N –სასოფლოსამეურნეო ბრუნვიდან ამოღებული სავარგულების სანაცვლო ახალი მიწების ათვისების საბაზისო ნორმატივი ლარებში (ცხრილი 1);

 S – დეგრადირებული ნიადაგების ფართობი (ჰ);

 K – ნიადაგების დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი (ცხრილი №2ის გამოყენებით და №3ის ცხრილის მაჩვენებლით); ცალკეული შემთხვევების დროს (k) მნიშვნელობა შეიცვლება მე-2 ცხრილის გამოყენებით და მე-4 ცხრილის მაჩვენებლებით;

 K – ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციისა და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (ცხრილი №5);

 K – სასოფლოსამეურნეო მიწებიდან შემოსავლის გადაანგარიშების კოეფიციენტი, აღდგენის პერიოდის გათვალისწინებით (ცხრილი №6);

 D –კერძო საკუთრებაში მიწების ერთეული ფართობიდან ყოველწლიური შემოსავლის დანაკარგი ლარებში (მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით).

თავი V. დასკვნითი ნაწილი

    მუხლი 6. დამატებების ან ცვლილებების შეტანის წესი

დებულებაში დამატებები და ცვლილებები შედის საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ცხრილი №1

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების საბაზისო ნორმატივები საქართველოს ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით, (ლარებში)

 

რაიონების დასახელება

I ჰექტარი ურწყავი სახნავი ათვისების საბაზისო ნორმატივი

I ჰექტარი ურწყავი სათიბ საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივი

1

2

3

4

1.

გაგრის

30715

18429

2.

გალის

34001

20400

3.

გუდაუთის

30858

18515

4.

გულრიფშის

30858

18515

5.

სოხუმის

33858

20315

6.

ოჩამჩირის

33858

20315

7.

ქედის

28572

17143

8.

ქობულეთის

34001

20400

9.

ხელვაჩაურის

33429

20058

10.

ხულოს

26429

15857

11.

შუახევის

26429

15857

12.

ახალგორის

26286

15772

13.

აბაშის

33001

19800

14.

ადიგენის

19715

11829

15.

ამბროლაურის

22000

13200

16.

ასპინძის

19715

11829

17.

ახალქალაქის

28572

17143

18.

ახალციხის

26429

15857

19.

ახმეტის

26429

15857

20.

ბაღდათის

28572

17143

21.

ბოლნისის

30715

18429

22.

ბორჯომის

19857

11915

23.

გარდაბნის

34001

20400

24.

გორის

30715

18429

25.

გურჯაანის

30858

18515

26.

დმანისის

28572

17143

27.

დედოფლისწყაროს

30858

18515

28.

დუშეთის

19715

11829

29.

ვანის

28572

17143

30.

ზესტაფონის

28572

17143

31.

ზუგდიდის

31858

19115

32.

თელავის

30858

18515

33.

თერჯოლის

29715

17829

34.

თეთრიწყაროს

27429

16457

35.

თიანეთის

23858

14315

36.

კასპის

28572

17143

37.

ლაგოდეხის

29715

17829

38.

ლანჩხუთის

30858

18515

39.

ლენტეხის

16428

9857

40.

მარნეულის

34001

20400

41.

მესტიის

15429

9257

42.

მარტვილის

28572

17143

43.

მცხეთის

30715

18429

44.

ნინოწმი ნ დის

28572

17143

45.

ოზურგეთის

30857

18515

46.

ონის

17718

10543

47.

საგარეჯოს

27429

16457

48.

სამტრედიის

33429

20058

49.

საჩხერის

24286

14572

50.

სიღნაღის

28572

17143

51.

ტყიბულის

19715

11829

52.

ქარელის

28572

17143

53.

ყვარლის

28572

17143

54.

ყაზბეგის

14286

8572

55.

ცაგერის

23143

13886

56.

ჩოხატაურის

22429

13457

57.

ჩხოროწყუს

26429

15857

58.

წალენჯიხის

28572

17143

59.

წალკის

25286

15172

60.

წყალტუბოს

33858

20315

61.

სენაკის

30858

18515

62.

ჭიათურის

15429

9257

63.

ხაშურის

28572

17143

64.

ხარაგაულის

18715

11229

65.

ხობის

30858

18515

66.

ხონის

30858

18515

67.

ჯავის

14286

8572

 

შენიშვნები: 1. სარწყავი სახნავის, სათიბ-საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 1 ჰექტარი ურწყავი სახნავის, სათიბსაძოვრის ათვისების ღირებულებების გაორკეცებული საბაზისო ნორმატივები.

2. ტყებუჩქნარიანი მიწის ფართობი, თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულად გამოყენება პერსპექტივაში შეუძლებელია, სუსტად და საშუალოდ დამლაშებული, ბიცობიანი ან საშუალოდ ძლიერად ხირხიტიანი, ქვიანი და ეროზირებული მიწის გამოყოფისას ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 14286 გამრავლებული 0,2 კოეფიციენტზე.

3. ტყებუჩქნარიანი ფართობების დეგრადირებისას, რომელთა გამოყენება პერსპექტივაშიშეიძლება სასოფლოსამეურნეო სავარგულად, ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 14286 ლარი.

 ცხრილი №2

ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის განსაზღვრა

მაჩვენებლები

დეგრადაციის ხარისხები

0

1

2

3

4

აბიოტური დანალექების (არანაყოფიერი)

სიმძლავრე, სმ.

 

<2

 

2-10

11-20

 

21-40

 

>40

მიწის ზედაპირთან შედარებით ჩაქცევის

სიღრმე (მასის მთლიანობის დაურღვევლად), სმ.

 

<20

 

20-40

 

41-100

 

101-200

 

>200

ფიზიკური თიხის ფრაქციის შემცველობის შემცირება, დეგრადაციის საწყისი დონიდან, %–ით

 

<5

 

5-15

 

16-25

 

26-32

 

>32

ფიზიკური თიხის ფრაქციის შემცველობის შემცირება, დეგრადაციის საწყისი დონიდან, %–ით

 

<5

 

5-15

 

16-25

 

26-32

 

>32

ნიადაგის სახნავი ფენის სიმკვრივის ზრდა, დეგრადაციის საწყისი დონიდან, %ით

 

<10

 

10-20

 

21-30

 

31-40

 

>40

 

სტაბილური სტრუქტურის

ფორიანობა კბ.სმ./გრ.

>0.2

0.11-0.2

0.06-0.1

0.0-20.05

<0.02

ფილტრაციის კოეფიციენტი,

მ/დღეღამეში

>1,0

0.3-1.0

0.1-0.3

0.01-0.1

<0.1

ნიადაგის ზედაპირის დაქვიანება, %ით

<5

5-15

16-35

36-70

>70

ნიადაგური პროფილის შემცირება ( + ჰორიზონტის) დეგრადაციის საწყისი დონიდან, %–ით

 

<3

 

3-25

 

26-50

 

51-75

 

>75

ნიადაგის პროფილში ( + ) ჰუმუსის რაოდენობის შემცირება, %ით

 

<5

 

5–10

 

10–25

 

25–40

 

>40

ნიადაგის ზედაპირის გადარეცხვისა და წყლით გამოწვეული ხრამების სიღრმე, სმში

 

<20

 

20-40

 

41-100

 

10-200

 

>200

ნატრიუმის შემცველობის გაზრდა ნიადაგში, %თ

 

<5

 

5-25

 

25-40

 

40-55

 

>55

ნიადაგგრუნტის მინერალიზებული (>3 გრ/ლ) წყლების დონის აწევა, სმში

 

>7

 

5.1-7.0

 

3.15.0

 

2.0-3.0

 

<2

ნიადაგის ზედაპირის გადარეცხვისა და წყლით გამოწვეული ხრამების სიღრმე, სმში

<20

20–24

41–100

101–200

>200

ჰუმუსოვან (სახნავი) ფენაში ტოქსიკური მარილების შემცველობა,

დამლაშება–ბიცობი ნიადაგებისათვის, %ით

 

 

<0,15

 

<3

 

 

0,15-0,25

 

35

 

 

0„25-0,5

 

5-10

 

 

0,35-0,5

 

10-15

 

 

>0,5

 

>15

ნატრიუმის შემცველობის გაზრდა, %ით

<5

5-25

25-40

40-55

>55

შენიშვნა: ნიადაგში 32%-ზე მეტ ფიზიკური თიხის ფრაქციის შემცველობის შემცირება,დეგრადაციის საწყისი დონიდან, არ ვრცელდება ტენიანი სუბტროპიკული ზონის მძიმეგრანულომეტრიული შედგენილობის მქონე ნიადაგებზე.

ცხრილი №3

ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ცვლილების გათვალისწინებითგადაანგარიშების კოეფიციენტი (Kხ)

დეგრადაციის ხარისხი წინა

გამოკვლევებით

დეგრადაციის ხარისხი საკონტროლო გამოკვლევების მიხედვით

0

1

2

3

4

0

1

2

3

4

0

 

 

 

 

0.2

0

 

 

 

0.5

0.3

0

 

 

0.8

0.6

0.3

0

 

1.0

0.8

0.5

0.2

0

ცხრილი №4

ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ცალკეული შემთხვევების დროს გაანგარიშების კოეფიციენტი (K)

დეგრადაციის სახე

დაანგარიშების კოეფიციენტი

დამლაშება

მინერალიზებული (>3 მგ/ლ) გრუნტის წყლების დონის ამოწევა

ნიადაგის ზედაპირთან

ხევების, ხრამების წარმოქმნა და არსებულის გაღრმავება

1.5

 

2.0

 

 

3.0

ცხრილი №5

ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციების და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (K)

საქართველოს რაიონები

 

Kე

საქართველოს რაიონები

Kე

საქართველოს რაიონები

Kე

1.

აბაშა

1,5

1.

ახალგორი

1,4

 

1.

ადიგენი

1,2

2.

ბოლნისი

2.

ახალქალაქი

2.

ამბროლაური

3.

გარდაბანი

3.

ახალციხე

3.

ასპინძა

4.

გორი

4.

ახმეტა

4.

ბორჯომი

5.

გურჯაანი

5.

ბაღდათი

5.

დუშეთი

6.

დედოფლისწყარო

6.

დმანისი

6.

თიანეთი

7.

ზუგდიდი

7.

ვანი

7.

ლენტეხი

8.

თელავი

8.

ზესტაფონი

8.

მესტია

9.

ლაჩხუთი

9.

თერჯოლა

9.

ონი

10.

მარნეული

10.

თეთრიწყარო

10.

საჩხერე

11.

მცხეთა

11.

კასპი

11.

ტყიბული

12.

ოზურგეთი

12.

ლაგოდეხი

12.

ცაგერი

13.

სამტრედია

13.

მარტვილი

13.

ჩოხატაური

14.

წყალტუბო

14.

ნინოწმინდა

14.

ყაზბეგი

15.

სენაკი

15.

საგარეჯო

15.

ჭიათურა

16.

ხობი

16.

სიღნაღი

16.

ხარაგაული

17.

გაგრა

17.

ქარელი

17.

ჯავა

18.

გალი

18.

ყვარელი

 

 

19.

გუდაუთა

19.

ჩხოროწყუ

 

 

20.

გულრიფში

20.

წალენჯიხა

 

 

21.

სოხუმი

21.

წალკა

 

 

22.

ოჩამჩირე

22.

ხაშური

 

 

23.

ქობულეთი

23.

ქედ ა

 

 

24.

ხელვაჩაური

24.

ხულო

 

 

25.

ხონი

25.

შუახევი

 

 

 ცხრილი №6

სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწებიდან შემოსავლების გაანგარიშების კოეფიციენტი აღდგენის დროის გათვალისწინებით (ა)

აღდგენის პერიოდის

ხანგრძლივობა

გაანგარიშების კოეფიცინტი

აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა

გადაანგარიშების კოეფიციენტი

1 წელი

2 წელი

3 წელი

4 წელი

5 წელი

67 წელი

0.9

1.7

2.5

3.2

3.8

4.6

8-10 წელი

11-15 წელი

16-20 წელი

21-25 წელი

26-30 წელი

31 და მეტი წელი

5.6

7.0

8.2

8.9

9.3

10.0