საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.12.2006 ძალადაკარგული 28.12.2007
ნომერი
№290
სარეგისტრაციო კოდი
480040050.22.030.009714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 174, 26/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.050.22.030.009.714

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №290

2006 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №617 ბრძანებულების პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა)9,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დი პლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმების გაანგარიშების წესის შესახებ“ (დანართი №1);

ბ)9,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულე-ბაში სამუშაოდ როტაციის წესით მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთები პროცენტებში“ (დანართი №2);

გ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი“ (დანართი №3).

2.92007 წლის საანგარიშგებო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დაფინან-სება განხორციელდეს ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო გეგმურ სავალუტო კურსად განისაზღვროს: 1 აშშ დოლარი = 1,75 ლარი; 1 ევრო = 2,17 ლარი.

3.92007 წლის საანგარიშგებო პერიოდში გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისათვის გაანგარიშების საბაზისო თანხა განისაზღვროს 5650 (ხუთი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4.9საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს როტაციისას აუნაზღაურდებათ:

ა)9მგზავრობის ღირებულება ,,ეკონომ“ კლასის სამგზავრო ბილეთებზე დადგენილი ტარიფების მიხედვით;

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე 80 კგ-ის ოდენობით, მაგრამ ოჯახზე არა უმეტეს 240 კგ-ისა – საერთო ღირებულებით არა უმეტეს სამგზავრო ბილეთის ღირებულების 150%-ისა.

5.9საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ამ ბრძანების საფუძველზე ყოველწლიურად, შვებულებასთან დაკავშირებით, აუნაზღაურდებათ:

ა) მოსამსახურეს – სამივლინებო თანხის ყოველთვიური პერსონალური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);

ბ) მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს – ,,ეკონომ“ კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება (ორივე მიმართულებით) როგორც სამშობლოში, ისე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სამშობლოში დაბრუნებისა და გამგზავრების სატრანსპორტო ხარჯებს.

6.9ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის №19 ბრძანება.

7.9ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

8. ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 იანვრიდან.

გ. ბეჟუაშვილი

                                                       დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

    მუხლი 1

დაფინანსების სისტემის რეგულირების კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება სამომხმარებლო კალათის შემდეგი ძირითადი ელემენტები:

ა. კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

ბ. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

გ. ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

დ. ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;

ე. ბინის ინვენტარი;

ვ. სამედიცინო დაზღვევა;

ზ. განათლების ხარჯები;

თ. სატრანსპორტო ხარჯები;

ი. კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

კ. გაუთვალისწინებელი ხარჯები.

    მუხლი 2

1.9საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

ა)9საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა.

ბ) დაფინანსების მარეგულირებელი კოეფიციენტები:

ბ.ა. ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე);

ბ.ბ. ბინის ქირის ხვედრითი წილი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე).

    მუხლი 3

1. გაეროს რეგულირების კოეფიციენტების ადაპტირების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს ცალკეული დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის გამოიყენება კორექტირების შემდეგი წესები:

ა) K = K1 + 0.18

ა.ა. საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში;

ა.ბ.9საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან;

ა.გ. საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში.

ბ) K = K1 – 0.4

ბ.ა.9საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლ ობები და საკონსულო დაწესებულებები დსთ-ის ქვეყნებში.

გ) K = K1 + 0.15

გ.ა. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში;

გ.ბ. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

დ) K = K1 – 0.2

დ.ა.9საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში;

დ.ბ.9საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში;

დ.გ.9საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში.

ე) K = K1 –0.15

ე.ა. საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში.

ვ) K = K1 + 0.05

ვ.ა. საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში.

შენიშვნა: K1 არის გაეროს დაფინანსების სისტემის რეგულირების შესაბამისი კოეფიციენტი.

    მუხლი 4

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

1. სამივლინებო თანხის ყოველთვიური პერსონალური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:

S = D – T + F,

სადაც:

D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;

F – ბინის ქირის სუბსიდია.

2. სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:

D = (H x A x K ) x (100+C x Q )%

სადაც:

H არის საბაზისო თანხა;

A – თანამდებობრივი განაკვეთი პროცენტებში;

K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

C – ოჯახის წევრთა რაოდენობა;

Q – ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფი ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 6).

3. სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:

T = D x E

სადაც:

D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.

4. ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:

G = 0 = F

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:

F = T

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:

გ.ა. დიპ. დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%;

ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;

გ.ბ. დიპ. დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%;

ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ორი ან მეტი ოჯახის წევრის მუშაობის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უფრო მაღალანაზღაურებად თანამდებობაზეა დიპლომატიურ სამსახურში.

6. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშებისას გამოიყენება საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის დამტკიცებული კურსი, რომელიც მოქმედებს მომდევნო საანგარიშგებო წლის დაწყებამდე.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე პირის მიერ ბინის შეცვლისას ან მისი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის ცვლილებისას გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება ხორციელდება განმეორებით.

8. გადაანგარიშებული გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის განმეორებითი გადაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტებით.

    მუხლი 5

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამინისტროში სამი დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება განხორციელდება მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შემდეგ მომდევნო საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვიდან.

                              დანართი №2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ როტაციის წესით მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთები პროცენტებში

თანამდებობის დასახელება

განაკვეთი პროცენტებში

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგ ა ნიზაციებში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი

100%

2

გენერალური კონსული

70%

3

დესპანი, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე

70%

4

უფროსი მრჩეველი, კონსული.

65%

5

მრჩეველი

60%

6

პირველი მდივანი, ვიცე-კონსული

57%

7

მთავარი ბუღალტერი

55%

8

მეორე მდივანი

54%

9

მესამე მდივანი

51%

10

ატაშე

48%

11

რეფერენტი

45%

12

კანცელარიის გამგე

43%

13

სამეურნეო ნაწილის გამგე

41%

14

მძღოლი

39%

                                  

     დანართი №3

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი

დაწესებულების დასახელება

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის

კოეფიციენტი

ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში

1

2

3

4

1

საქართველოს საელჩო ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან

1.573

21%

2

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

1.081

24%

3

საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში

1.665

28%

4

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

1.536

18%

5

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში

1.102

14%

                               

6

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

1.522

28%

 

7

საქართველოს საელჩო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში

1.674

26%

 

8

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში

1.920

30%

 

9

საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში

1.111

21%

 

10

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში

1.368

19%

 

11

საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში

1.217

11%

 

12

საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

1.340

24%

 

13

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

1.545

20%

 

14

საქართველოს საელჩო იაპონიაში

1.978

29%

 

15

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WFP) საქართველოს წარმომადგენლობა

1.573

22%

 

16

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში

1.125

16%

 

17

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში

1.405

20%

 

18

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში

1.353

19%

 

19

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1.403

21%

 

20

საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში

1.504

27%

 

21

საქართველოს საელჩო რუმინეთის და მოლდოვას რესპუბლიკებში

1.366

21%

 

22

საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში

1.467

19%

 

23

საქართველოს საელჩო საფრანგეთსა და პორტუგალიაში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში

1.609

23%

 

24

საქართველოს საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში

1.401

20%

 

25

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

0.986

20%

 

26

საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში

0.912

22%

 

27

საქართველოს საელჩო უკრაინაში

1.081

24%

 

28

საქართველოს საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში

1.036

19%

 

29

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

1.693

23%

 

 

30

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში

1.498

24%

31

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

1.493

23%

32

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

1.506

26%

33

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

1.440

23%

34

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

1.867

29%

35

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან

1.609

23%

36

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში)

1.573

22%

37

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან

1.536

18%

38

საქართველოს გენერალური საკონსულო       ქ. ოდესაში

1.081

24%

39

საქართველოს გენერალური საკონსულო       ქ. სტამბოლში

1.368

19%

40

საქართველოს გენერალური საკონსულო     ქ. ტრაპიზონში

1.368

19%

41

საქართველოს გენერალური საკონსულო       ქ. სალონიკში

1.467

19%

42

საქართველოს გენერალური საკონსულო     ქ. ნიუ-იორკში

1.867

29%

43

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

1.346

23%

44

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში

1.522

25%

45

საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

1.344

18%

46

საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში

1.383

21%

47

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში

1.321

20%

48

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

1.051

22%