ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2006
ძალის დაკარგვა 29.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008078
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 31/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,093 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2006 მიღება
29.12.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:20.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:37.0pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.078 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №59 2006 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესა­ხებ” 57-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯი, როგორც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებუ­ლე­ბა, საქართველოს კანონის „განათლების შესახებ” სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციე­ლებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით ,,განათლების შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში, იური­დიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი). 4. კოლეჯში დაუშვებელია პოლიტიკური და რელი­გიური გაერთიანებების შექმნა. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგო­ლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძ­ლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღე­ბული აქვს საბაზო განათლება.  3. კოლეჯის მთავარ ამოცანად და საქმიანობის საგნად ითვლება: ა) საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალი­ფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთაც აქვთ საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვე­ვები სპეციალობაში; ბ) სპეციალისტთა მომზადების ხარისხის განუხრე­ლი სრულყოფა თანამედროვე წარმოების, მეცნიერე­ბის, ტექნიკის, კულტურის, მოთხოვნებისა და მათი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით; გ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთთანამ­შრომ­ლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ურთიერთობების განვითარება; დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლე­ბიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას. 4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 5. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზ­ღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღ­ლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დირექტორი სპეციალური მინდობილობის გარეშე მოქმედებს კოლეჯის სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 4. კოლეჯის დირექტორს უფლება აქვს: ა) აწარმოოს კოლეჯის ფულადი სახსრების ხარჯვა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინ­დი­ვი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; გ) შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს მასწავლებელთა და სხვა მუშაკთა სამუშაოზე მიღებას და გათავისუფლებას. 5. კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში ინიშნება კოლეჯის დირექტორის მიერ იმ სპეციალისტთაგან, რომლებსაც აქვთ უმაღ­ლე­სი განათლება და აგრეთვე საწარმოო და პედაგო­გიური მუშაობის გამოცდილება. 6. კოლეჯში არის ორი დირექტორის მოადგილე, რომელთა ფუნქციები დანაწილებულია შემდეგნაირად: ა) დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდე­ლობით დარგში, რომელიც განაგებს კლასგარეშე მუშაობას; ბ) დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ-სა­მეურ­ნეო დარგში. 7. სასწავლებლის დირექტორის მოადგილეებს ნიშნავს დირექტორი, ისინი პასუხისმგებელნი არიან მათ­ზე მინდობილი სფეროს მუშაობაზე. 8. დირექტორის მოადგილის, აგრეთვე სასწავლებ­ლის სხვა ხელმძღვანელ მუშაკთა კომპეტენციას ადგენს დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუღალტერი და საქმეთა მმართველი.     მუხლი 5🔗. პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებუ­ლების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლე­ჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს ტესტირებისა და გა­მოც­დების დანიშვნის საკითხი. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიუ­რი საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას, არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 5. პედაგოგიური საბჭოს რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმე­ტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. 6. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს. 7. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტი­ლებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩე­ვად ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 8. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგე­ნელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სასწავლო მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათ­ლე­ბი­სა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირე­ბულ­თაგან. 10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი. 11. დირექტორი ამტკიცებს შინაგანაწესს პედაგო­გიუ­რი საბჭოს მონაწილეობით.     მუხლი 6🔗. სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრე­ბის მიზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, 2 მშობელი და საზოგადოების სხვა თვალსა­ჩინო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დარჩენილი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობის დაცვით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვე­ტიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო პედა­გოგის – პედაგოგიური საბჭოს მიერ პედაგოგისათვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა.     მუხლი 7🔗. მასწავლებლები, სასწავლო დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალი 1. კოლეჯში მასწავლებლად ინიშნებიან პირები, რომელ­თაც აქვთ შესაბამისი განათლება. 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრუ­ლების საფუძველზე კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. კოლეჯის მასწავლებლებს უფლება აქვთ: ა) ისარგებლონ კოლეჯის ლაბორატორიებით, კაბი­ნე­ტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზით, ბიბ­ლიოთეკით, აგრეთვე სპორტული ბაზებითა და ნაგე­ბო­ბებით; ბ) მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის ძირითადი საკითხე­ბის განხილვაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა­ზე, თათბირებზე და შეიტანონ თავისი წინადადებები სასწავლებლის ადმინისტრაციაში; გ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლებლის ადმინის­ტრაციის ან მმართველობის ორგანოების მიერ პედაგოგთა მუშაობის შემოწმების შედეგების შეჯამებაში. 4. კოლეჯის მასწავლებლები მოვალენი არიან: ა) წარმართონ სასწავლო და მეთოდური მუშაობა თავის სპეციალობაში, უზრუნველყონ სასწავლო გეგ­მის შესრულება; ბ) აწარმოონ მოსწავლეთა მოსწრების აღრიცხვა, ორგანიზაცია გაუკეთონ და გააკონტროლონ მათი დამოუკიდებელი მუშაობა; გ) აწარმოონ კლასგარეშე საგანმანათლებლო მუშაობა; დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების შესრულება; ე) აიმაღლონ კვალიფიკაცია. 5. ხელშეკრულებით განისაზღვრება მასწავლებლის დამატებითი ფუნქციების შესრულება. 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით კოლეჯი ადგენს სასწავლებლის დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალის საშტატო თანამდებობებს.     მუხლი 8🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავ­ლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში. 2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფ­ლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობ­რივი ცენზი. 3. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება: ა) უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები; ბ) განათლების მიღების ფორმა; გ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლო­ბისათვის. 4. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებ­ლო დაწესებულებაში; ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას. 5. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაუ­რონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვე­ტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლი­ნური ზომები, მათ შორის, გარიცხვაც.     მუხლი 9🔗. სასწავლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწი­ფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ” და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სასწავლო მუშაობა წარმოებს სასწავლო გეგმე­ბითა და პროგრამებით, რომელსაც ამტკიცებს საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 5. მოთხოვნათა მოცულობა, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეებს სასწავლო გეგმის ყოველი საგნის შესწავ­ლისას, აგრეთვე პრაქტიკის ჩატარებისას, განისაზღვრება სასწავლო პროგრამებით, რომელიც მუშავდება და მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. 6. კოლეჯში გათვალისწინებულია სასწავლო მუშაო­ბის შემდეგი სახეები: თეორიული სწავლება, ლაბორა­ტორიული პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა, საკურსო და სადიპლომო გეგმარები.     მუხლი 10🔗. დაფინანსება 1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძა­ლულია.     მუხლი 11🔗. ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციე­ლებ­ლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსას­ყიდ­ლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტროს თანხმობას საჭიროებს შემდეგი ქმედებე­ბის განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის გან­საზ­ღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტროს თანხმობას. 4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდებას. 6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს სისტემის მართვის ორგანოების მოთხოვნისთანავე წარადგინოს კოლეჯის საქმიანო­ბასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დო­კუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-გან­მარტება.     მუხლი 13🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. 3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქო­ნება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაკურ­ციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯი წარმოადგენს ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის უფლება­მონაცვლეს.