საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №730 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 20.09.2006
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №730
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.009263
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 20/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.03.2008
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №730 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.263
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №730
2006 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურის თანდართული ტიპური დებულება.
2. შეიქმნას:
ა) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახური;
ბ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახური;
გ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახური.
3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 10 აგვისტოს №1443 ბრძანება (სსმ III, 10.08.2005 წ., №93, მუხ. 1063).
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურის ტიპური
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში – ევროპული სასამართლო) სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, ხოლო ქვეყნის შიგნით იუსტიციის სამინისტროს.
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗
სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
გ) ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის აუცილებელ წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗
სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ევროპული სასამართლოს მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიმოხილვების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;
ბ) ამ მუხლის „ა“ პუნქტში მითითებული მიმოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნებისა და მასალების გამოთხოვა სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან;
გ) ევროპული სასამართლოს მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით საქმეთა მორიგების პროცედურის წარმოება;
დ) ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადების, რომელთა თაობაზეც საქართველოს მთავრობას ეცნობა, ასევე გამოტანილ გადაწყვეტილებათა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ე) ევროპული სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ვ) წინადადებების შემუშავება ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით და მათი წარდგენა იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მოადგილისადმი;
ზ) ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
თ) ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების, აგრეთვე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თარგმნაგავრცელების ხელშეწყობა;
ი) ევროპულ სასამართლოსთან, მის სამდივნოსთან, შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება;
კ) ევროპის საბჭოს სამდივნოსთან, სამინისტროს სტუქტურულ ერთეულებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან, სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობა;
ლ) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება, კონსულტაციისა თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის მეცნიერსპეციალისტებისა და ადვოკატების (ხელშეკრულებით თუ სხვა სახით) მოწვევის უზრუნველყოფა.
თავი III
სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
მუხლი 4🔗
1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახური უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს.
2. თითოეულ სამსახურში შედის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენელი და მისი მრჩევლები.
მუხლი 5🔗
1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენელს კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის ევროპულ სასამართლოში წარმოებაში მყოფ საქმეებს ანაწილებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს სამსახურს.
3. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენელი:
ა) წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სასამართლოში;
ბ) ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს;
გ) ამზადებს ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე;
დ) ევროპულ სასამართლოში წარმოებაში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით შეიმუშავებს საქმეთა მორიგების შესახებ წინადადებებს და იუსტიციის მინისტრის ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს განმცხადებელსა და ევროპულ სასამართლოს;
ე) შეიმუშავებს ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ წინადადებებს და წარუდგენს მას კურატორ მინისტრის მოადგილეს. ხელს უწყობს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
ვ) ხელს აწერს მის მიერ შემუშავებულ ევროპულ სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებს;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის;
თ) წარადგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ი) კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
კ) კოორდინაციას უწევს შესაბამისი სამსახურის ტექნიკურადმინისტრაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ლ) ასრულებს მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის სხვა დავალებებს.
მუხლი 6🔗
1. სამსახურის მომუშავე მრჩეველს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. მრჩეველი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს წარმომადგენელს ევროპულ სასამართლოში.
3. მრჩეველი:
ა) უზრუნველყოფს ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სამთავრობო მიმოხილვების მომზადების მიზნით საჭირო მასალების მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) ამზადებს ევროპულ სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტთა პროექტებს;
გ) ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის დავალებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7🔗
სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.