საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2006 ძალადაკარგული 17.03.2008
ნომერი
№731
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.009264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 22/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.264

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №731

2006 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე.

თავი II

სამმართველოს საქმიანობის სფერო, ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 2

სამმართველოს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:

ა) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებთან (შემდგომში – ევროპული კონვენცია), ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართვე-ლოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.

    მუხლი 3

სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ევროპის საბჭოსთან, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობის განხორციელება.

თავი III

სამმართველოს სტრუქტურა

    მუხლი 4

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ექვემდებარება მინისტრსა და მინისტრის კურატორ მოადგილეს.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით;

ბ) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობასთან დაკავშირებით;

გ) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას;

დ) კოორდინაციას უწევს ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას (ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თარგმნა და გავრცელება, სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების ორგანიზება და ა.შ.);

ე) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის;

ვ) კოორდინაციას უწევს სამმართველოს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ზ) ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს და მინისტრის კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.

    მუხლი 5

1. სამმართველოში მომუშავე მრჩეველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. მრჩეველი ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

3. მრჩეველი:

ა) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით;

ბ) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობასთან დაკავშირებით;

გ) მონაწილეობს ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.

    მუხლი 6

1. სამმართველოში მომუშავე სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. სპეციალისტი ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

3. სპეციალისტი ახორციელებს:

ა) სამმართველოს საქმისწარმოებას;

ბ) ამზადებს წინადადებებსა და დასკვნებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის შესახებ;

გ) თარგმნის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს;

დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 7

სამმართველოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.