შპს "ევრობილდინგი" - პირველი აუქციონის გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება აუქციონის შესახებ
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის №2/8337-10 სასამართლოს სხდომის საფუძველზე დანიშნული, შპს „ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვნიშავ 2011 წლის 22 აგვისტოს 1-ლ აუქციონს შპს „ევრობილდინგის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე:
1. ქალაქ თბილისში, ჩიტაძის ქუჩა №11-ში მდებარე ავტოსადგომი №32 (მშენებარე) სართული – 2, 18 კვ.მ საკადასტრო კოდია №01.15.05.059.009.02.032.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ თბილისში, მუხიანის დასახლება, 1 და 2 მ/რ-ის მიმდებარედ; ნაკვეთის ნომერი №003/034; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 21.00 კვმ; ნაკვეთის №01.11.17.003.011;
3. ტელეფონი „Panasonic“ 530”
4. პრინტერი „HP laser jet M 1120”
5. ფაქსი „Panasonic KX-FP-143”
6. პრინტერი „Canon iP4200”
7. კომპიუტერი „ASuS P4V800D-X”
8. ქსეროქსი „workcenter PE220”
9. საგამოფენო კარადა
10. კონდიციონერი „ECO 9”
11. კომპიუტერი „Case ATX/Dual-core MB HDD”
12. ლაზემზონი „PD42”
13. მაგიდა
14. ტუმბო
15. კარადა
16. სკამი
17. ლაზერული თვითსწორებადი თარაზო
18. პერფორატორი „TE 905”
19. სანგრევი ჩაქუჩი.
შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.
აუქციონზე ქონება იყიდება ერთიანი კომპლექსის სახით, აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კან ო ნის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 18525 ლარს.
შემძენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარ ჩ ენილი 2/3-ის აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ _ არა უგვიანეს 2011 წლის 22 აგვისტომდე, ქ.თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-18 სთ-მდე. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
ა უქციონი ჩატარდება 2011 წლის 22 აგვისტოს 17 საათზე ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა 37-ში.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-18 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. ტ ელეფონი: 577 73 59 03.