2011–2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №125/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110721011, 22/07/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2011–2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №125/ნ
2011 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
2011-2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის და „2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „2011-2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი
2011-2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის დაფინანსება
1. 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (შემდგომში – საგანმანათლებლო პროგრამა) ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოიყოფა სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობა 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
2. 2011-2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
მუხლი 2🔗. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის 76 მოქალაქეს;
ბ) უცხო ქვეყნის 10 მოქალაქეს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
ბ.ბ) არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
ბ.გ) არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით.
მუხლი 3🔗. დაფინანსების პრინციპი
1. თუ ამ პროგრამის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტებისთვის გამოყოფილი ადგილების ფარგლებში სტუდენტებმა საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და საკმარისი არ არის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
2. თუ ამ პროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ პროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდება მე-2 მუხლით განსაზღვრულ იმ კატეგორიის სტუდენტებს, სადაც დაფინანსების მსურველთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გადანაწილების შემდეგ ამ პროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან ,,2011-2012 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №125 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება ,,2011-2012 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №125 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებას.