2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.12.2010 ბოლო ცვლილება 08.10.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№379
სარეგისტრაციო კოდი
190020060.10.003.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 162, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379

2010 წლის 8 დეკემბ ე რი

ქ. თბილისი

2011-2012სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6მუხლის პირველი პუნქტის„ბ“ და„გ2“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის მე-2და მე-3პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8პუნქტისა და„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5მუხლის„პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. 2011-2012სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მაქსიმალური ოდენობა– 2250ლარი;

ბ) საშუალო ოდენობა:

ბ.ა) 2000ლარი;

ბ.ბ) 1750ლარი;

ბ.გ) 1500ლარი;

ბ.დ) 1250ლარი;

გ) მინიმალური ოდენობა– 1000ლარი.

2. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

3. 2011-2012სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში– უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მაქსიმალური ოდენობა– სწავლის საფასურის70პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს1575ლარისა;

ბ) საშუალო ოდენობა– სწავლის საფასურის50პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს1125ლარისა;

გ) მინიმალური ოდენობა– სწავლის საფასურის30პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს675ლარისა.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს11180000 (თერთმეტი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) ლარით.

5. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა8970000 (რვა მილიონ ცხრაას სამოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.

6. ამ დადგენილების მე-5პუნქტით გათვალისწინებული თანხის7პროცენტი თანაბრად განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე, ხოლო93პროცენტი პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხების25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100პროცენტი) დაფინანსებისათვის, მიუხედავად მიმართულების ან დარგის/სპეციალობისა, ხოლო75% თანაბრად განაწილდება ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (70პროცენტი), ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობით (50პროცენტი) და ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (30პროცენტი) დაფინანსებისათვის, გარდა შემდეგი მიმართულებების ან დარგების/სპეციალობებისა:

ა) სამართალი;

ბ) ჯანდაცვა;

გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა;

დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა;

ე) საერთაშორისო ურთიერთობები;

ვ) საჯარო მმართველობა.

7. ამ დადგენილების პირველი– მე-6პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის2011-2012სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს2250ლარს.

8. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ დადგენილების მე-7პუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

9. პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე შეადგენს360000 (სამას სამოცი ათასი) ლარს.

10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6მუხლის პირველი პუნქტის„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს1073000 (ერთი მილიონ სამოცდაცამეტი ათასი) ლარს.

11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80მუხლის მე-2პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს195000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

12. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს225000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.

13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს225000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.

14. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ისინი სწავლას არ აგრძელებენ ამ დადგენილების მე-6პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ან დარგებზე/სპეციალობებზე. ამ შემთხვევაში სრული გრანტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.

15. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.

16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.

17. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

18. ამ დადგენილების მე-14– მე-17პუნქტებით გათვალისწინებული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით. ამ განაწილების შედეგად ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით დარჩენილი თანხები იკრიბება და განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე ამ დადგენილების მე-5პუნქტით გათვალისწინებული თანხის93პროცენტის ამ დადგენილების მე-6პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.

19. ის აბიტურიენტები, რომელთაც ამ დადგენილების მე-18პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

20. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ დადგენილების მე-12პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ დადგენილების მე-13პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

22. ამ დადგენილების მე-20და21-ე პუნქტების შესაბამისად განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები, აგრეთვე ამ დადგენილების მე-12და მე-13პუნქტებით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები დაემატება ამ დადგენილების მე-10პუნქტით გათვალისწინებულ თანხას.

23. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ დადგენილების მე-14– მე-17პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან132000 (ას ოცდათორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი– 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა– 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუალო ოდენობა– 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა– 42000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური