საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 12.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.008116
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,406 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2006 მიღება
12.02.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:18.75pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:31.5pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 63.0pt .75in 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.116 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №43 2006 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რუსეთის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ამოცანაა რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორული, კეთილმეზობლური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, წინადადებათა შემუშავება. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ბ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა; გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით; დ) რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკებების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება; ე) რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების კოორდინაცია, მათ შორის, საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე; ზ) რუსეთის ფედერაციასთან საგარეო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სამომავლო პერსპექტივების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის, საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული კომისიის ქართული მხარის საქმიანობის კოორდინაცია; თ) რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების, ბიზნეს-კონფერენციებისა და ფორუმების მუშაობაში მონაწილეობის მიღება და სათანადო ცნობების მომზადება; ი) რუსეთის ფედერაციასთან კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სამომავლო პერსპექტივების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; კ) რუსეთის ფედერაციაში ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა; ლ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დღეების ორგანიზების, ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროებში გამოფენების, ასევე სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების ხელშეწყობა; მ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კულტურული ცენტრების დაარსებისა და მათი შემდგომი ფუნქციონირების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ნ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანმიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია; ო) კომპეტენციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მუშაობის კოორდინაცია; პ) საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან თანამშრომლობა; ჟ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება; რ) დსთ-ს საწესდებო და სხვა ორგანოებთან და დსთ-ს ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების შესახებ, აგრეთვე დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე; დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შესახებ; ე) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მისი საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; ვ) აწარმოოს მონიტორინგი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მუშაობაზე, მისი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საელჩოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ორგანიზებას უკეთებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების სტაჟირების, მივლინების, მათთვის რანგის მინიჭებისა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) საჭიროების შემთხვევაში ხელს აწერს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის გადასაცემ დოკუმენტებს და სარგებლობს უფლებით მოითხოვოს საელჩოდან კორესპონდენცია; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით მონაწილეობს მოლაპარაკებებში; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (შემდგომში – დსთ) სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დსთ-ს საწესდებო და სხვა ორგანოებთან ურთიერთობებისა და დსთ-ს ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება; ბ) დსთ-ს საწესდებო და სხვა ორგანოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; გ) დსთ-ს ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა; დ) დსთ-ს ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ე) დსთ-ს საწესდებო და სხვა ორგანოების სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების ხელშეწყობა; ვ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომელიც დსთ-ს ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; ზ) დსთ-ს ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.