„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2009 ძალადაკარგული 14.01.2015
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
480.500.010.22.030.012.854
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 06/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.500.010.22.030.012.854

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №47

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის №36 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების კოორდინაცია, დსთ-ის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, დსთ-ის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა შემუშავება და წარდგენა.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში _ მინისტრის) ბრძანებებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დსთ-ის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;

ბ) დსთ-ის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;

გ) დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება დსთ-ის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;

ე) დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;

ვ) დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;

ზ) დსთ-ის ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის და ურთიერთობის კოორდინაციის თაობაზე;

გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომელიც წინამდებარე დებულების შესაბამისად მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;

გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;

დ) დადგენილი წესით, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;

ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით,წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;

დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

    მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

1. რუსეთის ფედერაციასა და ბელ ო რუს ას თან ურთიერთობათა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რუსეთის ფედერაციისა და ბელ ო რუსი ი ს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;

ბ) რუსეთის ფედერაციის და ბელ ო რუსი ი ს მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;

გ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელ ო რუს ას თან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა მომზადება;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციისა და ბელ ო რუსი ი ს მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;

ე) რუსეთის ფედერაციასთან და ბელ ო რუს ას თან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;

ვ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელ ო რუს ას თან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირურთიერთობების ხელშეწყობა;

ზ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელ ო რუს ას თან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) საქართველოსა და ბელ ო რუსი ი ს რეგიონებს შორის კავშირურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ი) რუსეთის ფედერაციასთან და ბელ ო რუს ას თან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

კ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;

ლ) ბელ ო რუს ია ში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;

მ) საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობა;

ნ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;

ო) ბელ ო რუს ია ში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;

პ) რუსეთ-ბელ ო რუსიის კავშირსა და ბელ ო რუსი ი ს რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ჟ) რუსეთ-ბელორუსიის კავშირის ფარგლებში ბელ ო რუსი ი ს რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების ანალიზი.

2. ცენტრალური აზიის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრალური აზიის ქვეყნების (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;

ბ) ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;

გ) ცენტრალური აზიის ქვეყნების და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა მომზადება;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;

ე) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;

ვ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირურთიერთობების ხელშეწყობა;

ზ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ი) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

კ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;

ლ) საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა;

მ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება.

    მუხლი 5. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანწესის შესრულების კონტროლს;

დ) ანაწილებენ ქვედანაყოფში შემოსულ მასალებს;

ე) ქვედანაყოფის სახელით იძლევა დასკვნებს;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.