„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
480500010.22.030.014380
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.500.010.22.030.014.380

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №81

2010 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009წ., №25, მუხ. 316) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რუსეთისა და ბელორუსიის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა.ა) რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;

ა.ბ) რუსეთის ფედერაციის და ბელორუსიის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;

 ა.გ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელ ო რუს იას თან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;

ა.დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;

ა.ე) ბელორუსიასთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;

ა.ვ) ბელორუსიასთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;

ა.ზ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსიასთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

ა.თ) საქართველოსა და ბელორუსიის რეგიონებს შორის კავშირურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ა.ი) რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსიასთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ა.კ) რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის მუშაობის წარმართვა, შვეიცარიის კონფედერაციასთან დადებული სამთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე;

ა.ლ) ბელორუსიაში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;

ა.მ) საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის სექციასთან ურთიერთობა შვეიცარიის კონფედერაციასთან დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე;

ა.ნ) რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;

ა.ო) ბელორუსიაში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;

ა.პ) ბელორუსიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ა.ჟ) რუსეთ-ბელორუსიის კავშირის ფარგლებში ბელორუსიის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების ანალიზი;

ბ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ბ.ა) ცენტრალური აზიის ქვეყნების (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;

ბ.ბ) ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;

ბ.გ) ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციების წარდგენა;

ბ.დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;

ბ.ე) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;

ბ.ვ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;

ბ.ზ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ.თ) საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ბ.ი) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ.კ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;

ბ.ლ) საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა;

ბ.მ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2010.
როდის იქნა მიღებული „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №81. სარეგისტრაციო კოდი — 480500010.22.030.014380.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №81, 18.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 480500010.22.030.014380 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009665/