საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №284 ,,პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2008
ძალაში შესვლა 01.01.2009
ძალის დაკარგვა 01.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №284
სარეგისტრაციო კოდი 060150000.22.027.012450
გამოქვეყნების წყარო სსმ, 173, 04/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №284 ,,პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Courier; panose-1:2 7 4 9 2 2 5 2 4 4;} @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListBullet, li.MsoListBullet, div.MsoListBullet {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:Courier;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.CharChar5 {mso-style-name:" Char Char5";} span.CharChar4 {mso-style-name:" Char Char4"; font-weight:bold;} span.CharChar3 {mso-style-name:" Char Char3"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar2 {mso-style-name:" Char Char2"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 060.150.000.22.027.012.450
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №284
2008 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №212 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს პირის გადახდისუუნარობის დადასტურების თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
დანართი
პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი შემუშავებულია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №212 დადგენილების საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗
1. პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადახდისუუნარო პირის გარდა, გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა) იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
გ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
დ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
ე) მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მომდინარეობს ბავშვობიდან;
ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;
ზ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მომართვისთანავე, ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წარმოებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელ სარეიტინგო ქულას, რომელსაც ესაჭიროება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარება.
2. საჭიროების შემთხვევაში, პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით, იურიდიული დახმარების ბიურო/იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს, რომელიც დაუყოვნებლივ გასცემს ინფორმაციას პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულის თაობაზე. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის სახელს, გვარს და პირად ნომერს. თუ მოთხოვნა შემოსულია მიმწოდებლის მიერ, მას თან უნდა ერთოდეს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი რწმუნება (მინდობილობა).
3. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების მიმართ პროცესის მწარმოებელი ორგანოს, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის ან სხვა პირის მომართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი, კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტის ასლი.
მუხლი 4🔗
1. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული დახმარების ბიუროს/მიმწოდებლის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, ან ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირის სტატუსის თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იურიდიული დახმარების ბიურო/მიმწოდებელი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში მითითებული პირის/ორგანოს მომართვას სახლმწიფოს ხარჯზე პირისათვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ მოტივირებულ წერილთან ერთად უბრუნებს შესაბამის პირს/პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
2. სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მიღების მოთხოვნით არასამუშაო დროს მომართვისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ბიურო/მიმწოდებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართვას, ხოლო მომდევნო სამუშაო დღეს ამოწმებს იმ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელ სარეიტინგო ქულას (ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების მიმართ – აგრეთვე შესაბამისი სტატუსის თაობაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას), რომელსაც ესაჭიროება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარება.
3. საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც ჩართულია სისხლის სამართლის პროცესში ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობს გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის უფლებამოსილებით. უფლებამოსილებათა ფარგლები განისაზღვრება ადვოკატის ორდერით.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში დადგინდა, რომ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, ან ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირის სტატუსის თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იურიდიული დახმარების ბიურო/მიმწოდებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პირისათვის სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში მითითებულ პირს/ორგანოს.
მუხლი 5🔗
იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი სამართალწარმოების შესაბამისი სტადიის დასრულებამდე ჩაითვლება გადახდისუუნაროდ და უნარჩუნდება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება, მიუხედავად გადახდისუუნაროდ აღიარებისათვის ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გაუქმებისა.