,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №212
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე.
2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული გადახდისუუნარო პირის გარდა, გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100000-ზე.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ““?
- „,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ““ მიღებულია 24.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №212. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ““, №212, 24.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3010/