ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1782
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019829
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1782

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 22 პუნქტის საფუძველზე, ამ პუნქტის „ა − ე“ ქვეპუნქტებში მითითებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2015 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყონ მათთვის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებით მიღებული სახსრებიდან ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა:

ა) სსიპ − შემოსავლების სამსახურმა - 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

ბ) სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

გ) სსიპ − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ − 4 800 000 (ოთხი მილიონ რვაასი ათასი) ლარი;

დ) სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ - 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;

ე) სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ − 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ამავე პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ცვლილება არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2015.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 25.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1782. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019829.
სად არის „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1782, 25.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019829 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2967341/