საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2006 ძალადაკარგული 02.02.2007
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
450030000.22.030.008122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 08/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.030.000.22.030.008.122

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №47

2006 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრი ს №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამი ნისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ­ბ ა

     მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, იუნესკოსთან თანამშრომლობისა და დიასპორებთან ურთიერთობების სფეროებში საქართველოს საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას, ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

     მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაცია;

ბ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა;

გ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციის, აღდგენისა და დაცვის სფეროში შესაბამისი საქმიანობის ხელშეწყობა და სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებათა მომზადება;

დ) ს აზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია;

ე) ქართულ დიასპორებთან კავშირურთიერთობების გაღრმავება და საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა;

ვ) რელიგიის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციის ხელშეწყობა;

ზ) იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, იუნესკოს ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა;

თ) საზღვარგარეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის სფეროში საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; იუნესკოს შტაბბინასა და იუნესკოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა;

ი) ს აქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებთან საზღვარგარეთ საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა;

კ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, დიასპორებთან ურთიერთობებისა და იუნესკოს საქმეთა სფეროებში საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ლ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება; ამ სფეროში საქართველოს სხვადასხვა უწყებათა მიერ მომზადებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების განხ ორციელების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებათა მომზადება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა.

     მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლ ევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;

გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;

დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას, უფლებამოსილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესარულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

ზ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშსს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ი) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დი რექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;

დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს;

ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

6. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქ ციურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.