განჩინება - შპს "მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზი"-ს გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
(საქართველოს სახელით)
გარდაბნის რაიონული სასამართლო
2011 წლი ს 20 ივლისი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ ლაზარე ძირკველიშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის გიორგი თოდუას განცხადება შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იმყოფება გაკოტრების საქმე 2-3/11 შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ ქონების მიმართ.
გარდაბნის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილია შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში, სადაც იგი ითხოვს სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა გაკოტრების კრედიტორს სსიპ შემოსავლების სამსახურს. ამავდროულად გაკოტრების კრედიტორს დაესვა შემდეგი შეკითხვები:
1) შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის მიერ გარდაბნის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში წარედგინა თუ არა მას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისი, როგორც გაკოტრების კრედიტორის, შეფასება (პოზიცია) საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით.
2) როგორც შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების კრედიტორი, ხომ არ ითხოვს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით: შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის განხილვა და კრედიტორების მიერ აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნულის შემდგომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს მომართა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი თოდუამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სსიპ _ შემოსავლების სამსახური, როგორც შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების კრედიტორი ითხოვს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (ს/კ 226522750)გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით: საბოლოო ანგარიშის განხილვ ა და კრების მიერ აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ შეისწავლა და შეაფასა რა სსიპ _ შემოსავლების განცხადება, თანდართულ მ ტ კიცებულებებთან და საქმეში არსებულ მასალებთან ერთად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (ს/კ 226522750)გაკოტრების კრედიტორის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (ს/კ 226522750)კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006წლის 25 დეკემბრის განჩინებით, იმავე დღიდან გაიხსნა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (ს/კ 226522750)ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოება მოვალის შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ (ს/კ 226522750)განცხადების საფუძველზე.
გაკოტრების კრედიტორის – სსიპ _ შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა აღიარებულია, დადგენილია და არ წარმოადგენს სადავო მოთხოვნას (არც ერთი დაინტერესებული სუბიექტის მიერ შედავებული არ ყოფილა).
სსიპ _ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს კრედოტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამავე მუხლის IV ნაწილის თანახმად, ინფორმაცია კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე, 27-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-285-ე, 414-ე მუხლებით,
დაადგინ ა:
1. სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“(ს/კ 226522750)გაკოტრების კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 25 ივლისს 15:00 საათზე გარდაბნის რაიონულ სასამართლოში სხდომის დარბაზი №2.
3. აღნიშნული განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ჟურნალ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. განჩინების ასლები შესასრულებლად გადაეგზავნოს გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ და გაკოტრების მმართველს, ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს (სამეურვეო ქონებიდან) პუბლიკაციის აუცილებელი ხარჯების გაღება.
5. განჩინებ ის გასაჩივრება არ დაიშვება.
მოსამართლე ლ. ძირკველიშვილი