განჩინება - შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
(საქართველოს სახელით)
გარდაბნის რაიონული სასამართლო
2011 წლი ს 27 ივლისი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაზარე ძირკველიშვილმა, ციური ტოროშელიძის მდივნობით, შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” დირექტორის ვახტანგ ქლიბაძის, შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის, კრედიტორის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ნინო მუმლაძე – ბარავკოვის მონაწილეობით განიხილა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” 2011 წლის 27 ივლისის გაკოტრების კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების, შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” გაკოტრების პროცესისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ქონებაზე 2007 წლის 8 მარტის 10:00 საათიდან გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრ ის (საგადასახადო ინსპექცია)მოთხოვნა,კერძოდ: დამტკიცდა 2009 წლის 1 აპრილის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრ ის (საგადასახადო ინსპექცია)მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ვახტანგ კაპანაძე.
2011 წლის 1 ივლისს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილია შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში, სადაც იგი ითხოვს სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა გაკოტრების კრედიტორს და მიეცა წინადადება სასამართლოში წარმოედგინა შეფასება (პოზიცია) საბოლო ანგარიშთან დაკავშირებით და ასევე, როგორც შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750)გაკოტრების კრედიტორი, ხომ არ ითხოვდა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით: შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საბოლო ანგარიშის განხილვა და კრედიტორის მიერ აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” გაკოტრების კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის გიორგი თოდუას განცხადება შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” რიგგარეშე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750)რიგგარეშე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ა 2011 წლის 25 ივლისს.
შპს «მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” 2011წლის 27 ივლისს რიგგარეშე კრედიტორთა კრებაზე შპს «მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების მმართველმა ვახტანგ კაპანაძემ წარმოადგინა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” გაკოტრების ანგარიში და განმარტა:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით იგი დაინიშნა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების მმართველად. 2009 წლის 20 აპრილის მდგომარეობით აღიწერა საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის შეფასების მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება აუდიტორულ ფირმასთან. 2009 წლის 24 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის მიხედვით სამეურვეო ქონების ღირებულება განისაზღვრა 283,400 ლარად, ხოლო დებიტორული დავალიანება 76 946 ლარად, მთლიანობაში 360 346 ლარად. აუდიტორული დასკვნის თანახმად, შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი დაუზუსტებელი 38 ჰა მიწის ნაკვეთის ფასი 1 კვ. მეტრზე განისაზღვრა 2 ლარის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტორის შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების პერიოდისათვის შეადგენდა 1602853,14 ლარს, მათ შორის ძირითადი გადასახადის თანხაა 449606,67 ლარი, მასზე რიცხული საურავი კი 115324647 ლარი.
შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ 2010 წლის 14 მარტის სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარებულ მეორე აუქციონზე ქონების პირველ ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაზი 2009“, რომელმაც საზოგადოების ანგარიშზე ჩარიცხა სამეურვეო ქონების შეძენისათვის აუქციონით განსაზღვრული თანხა 130 000 ლარის ოდენობით.
ვერ განხორციელდა რეალიზაცია 197 000 ლარის სამეურვეო ქონების და დებიტორული დავალიანების, რომელიც შეადგენს 76 946 ლარს, სულ 273 946 ლარს.
კრედიტორისათვის ნატურით გადასაცემი ქონების ღირებულება შეადგენს 273 946 ლარს და საწესდებო კაპიტალში შეტანილი დაუზუსტებელი მიწის ფართი (38 ჰა), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა აუდიტორის მიერ 1 კვ. მეტრზე 2 ლარის ოდენობით.
2009 წლის 1 აპრილიდან დღემდე საზოგადოების შემოსავალმა შეადგინა 237 446, 17 ლარი.
ხარჯვითი ნაწილი წარმოდგენილია შემდეგნაირად:
1. სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 206 268 ლარი.
2. საშემოსავლო გადასახადში გადარიცხულია 4376.54 ლარი.
სულ სახ. ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 210 644,54 ლარი.
3. სამეურვეო ქონების დაცვის ხარჯი შეადგენს 11 356 ლარს, აქედან 5 440 ლარი შეადგენს 2008 წლის ივლისიდან 2009 წლის ივლისამდე არსებულ დავალიანებას, ხოლო 5916 ლარი _ მიმდინარე სახელფასო ანაზღაურებას.
გაკოტრების მმართველის სახელფასო ანაზღაურებამ შეადგინა 5120 ლარი, რაც ხელფასზე გაცემული ხარჯი დაცვის ხარჯთან ერთად შეადგენს 11 356 + 5120 = 16 476 ლარს.
4. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესადგენად შპს „მაპანეტი 7“-ის სასარგებლოდ _ 6 000 ლარი.
5. საჯარო რეესტრში უძრავის ქონების რეგისტრაციისათვის _ 1300 ლარი.
6. აუდიტორული მომსახურების ხარჯი შეადგენს 300 ლარს.
7. სამეურნეო ხარჯები შეადგენს 2600 ლარს.
8. ბანკის მომსახურება შეადგენს 125.63 ლარს.
მთლიანად ხარჯვითი ნაწილი შეადგენს 237 446, 17 ლარს, რომელიც განაწილებულია და დღეის მდგომარეობით ანგარიშზე თანხები ირიცხება 70 ლარამდე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის მიმდინარეობისას სრულყოფილად იქნა დაცული უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესი, ამონაგები თანხები განაწილებულ იქნა კანონის შესაბამისად, დარჩენილი სამეურვეო ქონება დებიტორულ დავალიანებასთან ერთად გადაცემულ იქნა ნატურის სახით, ამასთანავე დღეის მდგომარეობით საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხა 70 ლარი უნდა განაწილდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, მეოთხე რიგის კრედიტორზე, რის გამოც გადახდისუუნარობის საქმე შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ მიმართ უნდა იქნეს დასრულებული და სუბიექტი ამოშლილ იქნას სამეწარმეო რეესტრიდან.
შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” 2011წლის 27 ივლისის გაკოტრების კრედიტორთა კრებაზე კენჭი ეყარა გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის მიერ წარმოდგენილ შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების ანგარიშს და გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული წესით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობასა და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების პროცესის დასრულებას.
კრედიტორთა კრებაზე შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების კრედიტორმა და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) დირექტორმა ვახტანგ ქლიბაძემ ერთხმად მოიწონეს და მხარი დაუჭირეს გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის მიერ წარმოდგენილ შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების ანგარიშს და გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების დაკმაყოფილების რიგითობას, კერძოდ განაწილება მოხდეს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) კრედიტორთა რეესტრის მხოლოდ მეოთხე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) რიგის მოთხოვნებზე და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების პროცესის დასრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ მოისმინა და შეაფასა რა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის, შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) დირექტორის ვახტანგ ქლიბაძის, კრედიტორის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ნინო მუმლაძე-ბარავკოვის მოთხოვნა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცებისა და გაკოტრების პროცესის დასრულების თაობაზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
– გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ქონებაზე 2007 წლის 8 მარტის 10:00 საათიდან გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება.
– გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრ ის (საგადასახადო ინსპექცია)მოთხოვნა,კერძოდ: დამტკიცდა 2009 წლის 1 აპრილის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრ ის (საგადასახადო ინსპექცია)მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ვახტანგ კაპანაძე.
– გაკოტრების კრედიტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს, მისი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა: 1602853,14 ლარს, მათ შორის ძირითადი გადასახადის თანხაა 449606,67 ლარი, მასზე რიცხული საურავი კი 115324647 ლარი. დადგენილი მოთხოვნაა – 1602853,14 (ერთი მილიონ ექვსას ორი ათას რვაას ორმოცდაცამეტი და თოთხმეტი) ლარი, აღნიშნული მოთხოვნა აღიარებულია, დადგენილია და არ წარმოადგენს სადავო მოთხოვნას (არც ერთი დაინტერესებული სუბიექტის მიერ შედავებული არ ყოფილა) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მეოთხე რიგის უზრუნველყოფის კრედიტორს, კრედიტორული მოთხოვნის 100 %-იან მფლობელს და ამავდროულად იგი ფლობს კრედიტორთა ხმების 100 %-ს.
– შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის“ 2010 წლის 14 მარტის სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარებულ მეორე აუქციონზე ქონების პირველ ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაზი 2009“, რომელმაც საზოგადოების ანგარიშზე ჩარიცხა სამეურვეო ქონების შეძენისათვის აუქციონით განსაზღვრული თანხა 130 000 ლარის ოდენობით. ვერ განხორციელდა რეალიზაცია 197 000 ლარის სამეურვეო ქონების და დებიტორული დავალიანების, რომელიც შეადგენს 76 946 ლარს, სულ – 273 946 ლარს.
– კრედიტორისათვის ნატურით გადასაცემი ქონების ღირებულება შეადგენს 273 946 ლარს და საწესდებო კაპიტალში შეტანილი დაუზუსტებელი მიწის ფართი (38 ჰა), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა აუდიტორის მიერ 1 კვ. მეტრზე 2 ლარის ოდენობით.
– 2009 წლის 1 აპრილიდან დღემდე საზოგადოების შემოსავალმა შეადგინა 237 446, 17 ლარი.
ხარჯვითი ნაწილი წარმოდგენილია შემდეგნაირად:
1. სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 206 268 ლარი.
2. საშემოსავო გადასახადში გადარიცხულია 4376.54 ლარი.
სულ სახ. ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 210 644,54 ლარი.
3. სამეურვეო ქონების დაცვის ხარჯი შეადგენს 11 356 ლარს, აქედან 5 440 ლარი შეადგენს 2008 წლის ივლისიდან 2009 წლის ივლისამდე არსებულ დავალიანებას, ხოლო – 5916 ლარი მიმდინარე სახელფასო ანაზღაურებას.
გაკოტრების მმართველის სახელფასო ანაზღაურებამ შეადგინა 5120 ლარი. ხელფასზე გაცემული ხარჯი დაცვის ხარჯთან ერთად შეადგენს 11 356 + 5120 = 16 476 ლარს.
4. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი
ნახაზების შესადგენად შპს „მაპანეტი 7“-ის სასარგებლოდ 6 000 ლარი.
5. საჯარო რეესტრში უძრავის ქონების რეგისტრაციისათვის 1300 ლარი.
6. აუდიტორული მომსახურების ხარჯი შეადგენს 300 ლარს.
7. სამეურნეო ხარჯები შეადგენს 2600 ლარს.
8. ბანკის მომსახურება შეადგენს 125.63 ლარს.
მთლიანად ხარჯვითი ნაწილი შეადგენს 237 446, 17 ლარს, რომელიც განაწილებულია და დღეის მდგომარეობით ანგარიშზე თანხები შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზ ა ს” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750)არ ერიცხება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.
კრედიტორთა კრებაზე შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) დირექტორმა და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750)გაკოტრების კრედიტორმა კენჭისყრით ერთხმად მოიწონეს და მხარი დაუჭირეს გაკოტრების მმართველის – ვახტანგ კაპანაძის მიერ წარმოდგენილ შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების საბოლოო ანგარიშს და მის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული წესით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას და მიიღეს გადაწყვეტილება დარჩენილი აქტივის (ანგარიშზე არსებული თანხა) განაწილება მოხდეს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) კრედიტორთა რეესტრის მხოლოდ მეოთხე რიგის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური)მოთხოვნებზე და შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების პროცესის დასრულების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა თანხმობის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებისთანავე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზას” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) სხვა კრედი ტ ორი, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა, არ ჰ ყავს, შესაბამისად უნდა მოხდეს მხოლოდ მისი, როგორც მეოთხე რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” ქონების რეალიზაცია (ნაწილი გადაცემულია ნატურით და ნაწილი კი გაყიდული) მოხდენილია, ამავე დროს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” კრედიტორის მიერ კრედიტორთა კრებაზე კენჭისყრის შედეგად დადასტურებული იქნა შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა, სასამართლო თვლის, რომ შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” მიმართ გაკოტრების პროცესი დასრულებული უნდა იქნეს, გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილებისთანავე კი დასრულდეს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმის წარმოება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით, გაკოტრების პროცესში საწარმოს დირექტორს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდება.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების კრედიტორებზე განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოებ ის დასრულ ებით საწარმოს დირექტორს (წარმომადგენლობით უფლებამოსილ პირს) აღუდგება ამ ნორმის შესაბამისად შეჩერებული საწარმოს დირექტორის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და საწარმოს დირექტორის მიერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საწარმოს ლიკვიდაციის პროცედურების დაწყება და შედეგად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება შემდეგ შემთხვევებში: I. თუ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს არ წარადგენს არც ერთი კრედიტორი, ეს ჩაითვლება კრედიტორთა მიერ მოთხოვნაზე უარის თქმად და წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს და II. სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისია იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ყველა გაკოტრების კრედიტორის კრედიტორული მოთხოვნა და დამატებით რჩება თანხა, რომელიც შეინახება შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე სამი თვის ვადით. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული არც პირველი და არც მეორე გარემოება არ არსებობს. შესაბამისად შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზას” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750)გაკოტრების მმართველის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7–9, 25-ე, 27-ე, 37-ე, 40–42-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცებულ იქნეს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) 2011 წლის 27 ივლისის კრედიტორთა კრებაზე კენჭისყრის შედეგები.
2. შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები განაწილებულ იქნეს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) კრედიტორთა რეესტრის მხოლოდ მეოთხე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) რიგის მოთხოვნებზე.
3. შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების პროცესი დასრულდეს.
4. დაევალოს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750)გაკოტრების მმართველს ვახტანგ კაპანაძეს შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე წარმოადგინოს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებები.
5. შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების მმართველის მიერ შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდეს და აღნიშნული საწარმოს (შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის”, საიდენტიფიკაციო კოდით 226522750) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია გაუქმდეს.
6. შპს „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზის” (საიდენტიფიკაციო კოდი 226522750) გაკოტრების მმართველის მიერ უზრუნველყოფილ იქნეს საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
7. აღნიშნული განჩინებაგამოქვეყნდეს სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე“.
8. განჩინებ აზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის მხარეზე გადაცემიდან 5 დღის ვადაში გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. 14).
მოსამართლე ლ. ძირკველიშვილი