„საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2006 ძალადაკარგული 20.12.2006
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
230020020.22.033.008142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 08/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.008.142

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №84

2006 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს ,,საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა” (დანართი №1).

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1

საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა

1. აქციზური საქონელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა (სესსნ-8703) და ამ ნუსხის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმისა);

2. მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);

3. კვების პროდუქტები (გარდა ამ ნუსხის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);

4. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშნულზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;

6. სახიფათო (მათ შორის, ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);

7. არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული ,,ნარჩენებთან დაკავშირებული განთავსების ოპერაციათა ,,ა” ჯგუფი);

8. საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები;

9. პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);

10. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;

11. ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;

12. ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ ნუსხის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა) უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები;

13. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;

14. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები;

15. შეზღუდულად ბრუნვადი მასალები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.12.2006.
როდის იქნა მიღებული „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ?
„საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ მიღებულია 06.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 230020020.22.033.008142.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.12.2006-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ, №84, 06.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 230020020.22.033.008142 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1422717/