საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის შს განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.02.2006 ძალადაკარგული 09.02.2009
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.034.008192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 28/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.008.192

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №216

2006 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის შს განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-13 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით და სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამდებობრივ სარგოზე დაუწესდეთ ყოველთვიური სპეციალური დანამატი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 30%-ის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით სამინისტროსათვის შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ი. მერაბიშვილი