საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2006 ძალადაკარგული 07.08.2009
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
480010000.22.030.008203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 27/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.203

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №71

2006 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და ,,საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ვიზის ბლანკი და მისი მახასიათებლები №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საქართველოს ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალი №2 დანართის შესაბამისად.

3. დაევალოს საფინანსო სამსახურს (მ. ჩიგოგიძე) და საკონსულო დეპარტამენტს (გ. ტაბატაძე) საქართველოს ვიზის ახალი ბლანკისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

4. ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე და მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

5. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან ჭოლაძეს.

6. ეს ბრძანება ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან.

გ. ბეჟუაშვილი

 

დანართი №1

საქართველოს ვიზის ახალი ბლანკი

შემდეგი მახასიათებლებით:

 

 

 

1. საქართველოს ვიზა წარმოადგენს 85 მმX105 მმ ზომის მართკუთხა ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.

2. ფერი კომბინირებულია, ძირითადი ტონალობა განისაზღვრება ლურჯ-იისფერით.

3. კომპოზიცია გაყოფილია არათანაბარ ნაწილად:

ა) პირველი (ზედა) ნაწილი _ მუქ ლურჯ ველზე, მარცხენა მხარეს გამოსახულია მოფრიალე საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა მხარეს გილიოშის დეკორში ჩასმული საქართველოს რუკის კონტური. წარწერებია: ქართული _ „საქართველო”; „ვიზა”; და ინგლისურ ენაზე „Georgia”; „Visa”.

ბ) მეორე (შუა) ნაწილი _ კომბინირებულ ღია ლურჯ და იისფერ ველზე მარჯვენა მხარეს, ქართულ ტრადიციულ (გელათი) ორნამენტზე (ამობურცვის ეფექტით) მოთავსებულია ფოლგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემით. მარცხენა მხარეს, გილიოშის ბადეზე მკრთალად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში და მუქი ლურჯი კითხვარის წარწერები. მარცხენა ქვედა ნაწილში მუქი წითელი სააღრიცხვო სერია და ნომერია გამოსახული.

4. დაცული ქაღალდი:

_ ფლუორესცენტული ბოჭკოებით.

5. ოფსეტური ბეჭდვა:        

_ ანტიკოპირებადი ფონი;

_ მიკროტექსტი;

_ ულტრაიისფერი დაცვა;

_ ფარული გამოსახულება (უხილავი შეუიარაღებელი თვალით, ხილული მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი).

6. ინტაგლიო (რელიეფური) ბეჭდვა:     

_ ტრანსპარანტული (გამჭვირვალე) ინტაგლიო;

       _ ინტაგლიო ფერში.

7. აბრეშუმისებური ბეჭდვა:        

_ ირისისებური საღებავი.

8. ფოლგა:            

_ 3 დაცვის ელემენტით.

9. ულტრაიისფერი სხივით დანათებისას, ვიზის ბლანკზე უნდა იხატებოდეს საქართველოს რუკა ქ. თბილისის, ქ. სოხუმის, ქ. ცხინვალისა და ქ. ბათუმის მითითებით

 

10. საქართველოს ვიზა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:

ა) ვიზის ტიპი                Type of visa

ბ) შესვლათა ოდენობა    Number of entries

გ) ძალაშია                     Valid from

დ) მდე                         Until

ე) ყოფნის ვადა             Duration of stay

  დღე                              Day

ვ) სახელი, გვარი          Name, surname

ზ) პასპორტის ნომერი   Number of passport

თ) მოსაკრებელი                    Fee

ი) გაცემის თარიღი და

   ადგილი         Date and place of issue

კ) ხელმოწერა                Signature

ლ) აღნიშვნები              Remarks

 

 

დანართი№2

საქართველოს ვიზის გაცემის სარეგისტრაციო

 

ჟ უ რ ნ ა ლ ი

 

 

 

რიგითი ნომერი

ვიზის ტიპი

შესვლათა ოდენობა

მოქმედების ვადა

ყოფნის ვადა

სახელი, გვარი

პასპორტის

ნომერი

გაცემის ადგილი და თარიღი

  მოსაკრებელი

   აღნიშვნები

ხელმოწერა